-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი
ალექსიძე თამარ იოსების ასული (14.II.1963, თბილ.), გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი (2005). დაამთავრა ჩრდ. ოსეთის სახელმწ. უნ-ტის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1986), შემდეგ მაძიებელი (1988). თ.ა. მუშაობდა თსუ-ის ფიზ. გეოგრ. კათედრაზე ლაბორანტად (1989-1991), უფრ. ლაბორანტად (1991-1998) და ასისტენტად (1998-2006). ამჟამად არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის გეოგრ. დეპარტამენტის ბუნებათსარგებლობის გეოგრ. კათედრის ასისტენტ პროფესორი (2006 -დან). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „შიდა ქართლის ლანდშაფტების ანთროპოგენური ტრანსფორმაცია“ (2005). ავტორის მიერ განხილულია რელიეფის, ნიადაგ-მცენარეული საფარის, შიდა წყლების, ლანდშაფტების ანთროპოგენური ტრანსფორმაციის აქტუალური საკითხები. დასახულია ბუნების სტიქიური მოვლენების განვითარების საწინააღმდეგო ღონისძიებები. ა. თ. უმაღლ. სკოლის 5 სახელმძღვანელოს თანაავტორია, გამოქვეყნებული აქვს 60-მდე სამეცნ. ნაშრომი. იგი მონაწილეობას იღებდა პროექტში (მენეჯერი) „საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ინტერაქტიული ისტორიულ-გეოგრაფიული რუკის და საცნობარო-საილუსტრაციო მონაცემთა ბანკის შექმნა“ (დონორი შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდი). ა. თ. არის სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღ. კითხულობს ლექციებს საგანმანათლებლო პროგრამების ორივე საფეხურზე (ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში).
თხზ.: ალექსიძე, თ. (2008). შიდა ქართლის ლანდშაფტები: სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის. გამომც. უნივერსალი, ISBN 9789941121968; ალექსიძე, თ., რუხაძე, ნ. (2010). საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია: სახელმძღვანელო პრაქტიკულ-სემინარული სამუშაოებისათვის, თბილ. უნ-ტის გამომც., ISBN 9789941026751; ალექსიძე, თ. (თანაავტორი). (2011). ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია: სახელმძღვანელო. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941131943; ლექსიძე, თ., სეფერთელაძე, ზ. და სხვ. (2013). მსოფლიოს ფიზიკური გეოგრაფია. უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941132810; Seperteladze Z., Davitaia E., Aleksidze T., Rukhadze N., Gaprindashvili G. (2014). Assessnent of Agro-Resourse Potential of the Western Georgia and Physical-Geographical Zoning. IJSR – International Journal of Scientific Research. Vol.3., Issue:6. INDIA page(s) 170-172, ISSN No 2277-8179. ; Z. Seperteladze, E. Davitaia., G. Memarne G., Sh.Lamparadze, G.Gaprindashvili, T. Aleksidze, I. Gabaidze. (2015). Agro-Landscape zoning of West Georgia for revealing of optimal regions of tangerine – Tiakhara Unshiu. IJAR – Indian Journal of Applied Research. Vol.5., Issue: 2. Page(s): 259-267 | ISSN - 2249-555X; Tamar Khardziani, Mariam Elizbarashvili, Roman Maisuradze, Tamar Khuntselia, Kakhaber Biliashvili, Tea Eradze, Zurab Seperteladze, Eter Davitaia, Neli Jamaspashvili, Giorgi. Dvalashvili, Tamar Aleksidze, etc. (2017). Mountain Regions, Population and their Ecological Problems (Case Study of Mestia Municipality). Journal of Environmental Biology Page(s):1057-1060 DOI:10.22438/jeb/38/5(SI)/GM-23