-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი მათემატიკოსი აკადემიკოსი
ალექსიძე მერაბ ალექსანდრეს ძე (8.XII.1930, თბილ. – 10.VII.1993). ფიზიკოსი, დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი (1955). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად.-ის გამოთვლით ცენტრში (1958-1973); მოსკოვში, ო. შმიდტის სახ. დედამიწის ფიზიკის ინ-ტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1964); მიენიჭა პროფესორის წოდება (1967). იყო გეოფიზიკის ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში (1973-1975, 1977-1986). აირჩიეს გეოფიზიკის ინ-ის დირექტორად (1987). მან პირადი ინიციატივით უარი თქვა დირექტორობაზე და დაიკავა მთავარი მეცნ. თანამშრომლის თანამდებობა (1992). წარმატებით შეიმუშავა და დანერგა გამოთვლითი მათ. თანამედროვე მეთოდები. საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნა მათ. ფიზიკის სასაზღვრო ამოცანების ამოხსნის ახალი მეთოდების დამუშავებას. დიდია მისი წვლილი თეორ. და გამოყენებითი გრავიმეტრიის განვითარებაში. აღსანიშნავია ა. მ.-ის შრომები გეოთერმიის სფეროში, რომლებშიც პირველად არის მოცემული სითბოგამტარებლობისა და თერმოდრეკადობის სამგანზომილებიანი სასაზღვრო ამოცანების რიცხვითი ამოხსნები. უკანასკნელ წლებში შეასრულა მთელი რიგი გამოკვლევები სეისმოლოგიის, სეისმომეტრიისა და გეოთერმიის სფეროში. იყო საქართვ. მეცნ. აკად-ის ნამდვილი წევრი (1988); საქართ. რესპ.-ის სახელმწ. საბჭო, წევრი (1991-1992). მინიჭებული ჰქონდა საქართვ. სახელმწ. პრემია, მეცნ. და ტექ. დარგში (1994).
თხზ.: Алексидзе, М. (1985). Решение некоторых основных задач гравиметрии. Тб., Мецн.; Алексидзе, М. (1989). Фундаментальные функции уравнений математической физики в приближенных решениях граничных задач : Ч. 1. Изд-во Тбилис. ун-та; Алексидзе, М. (1990). Решение некоторых основных прямых и обратных задач сейсмологии . Тб., Мецн.