ალექსიძე მარინე ჯონდოს ასული (19.XI.1956, ქუთაისი), ფილოლოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1979). ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „პრედიკატული ბირთვის კომპონენტთა სინტაქსური კავშირი რუსულ და ქართულ ენებში (1989); იყო თსუ-ის დოცენტი (1989). ა. მ.-ს სადოქტორო დისერტაციის თემაა: „ქართული საქმეები“ როგორც ლინგვისტური ანალიზის ობიექტი“ და მიენიჭა ფილოლოგიის მეცნ. დოქტორის წოდება (2001). სხვადასხვა წლებში იყო: პროფესორი (2004); თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006-დან); თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საგამომცემლო-სარედაქციო კოლეგიის წევრი (2009-დან); საბაკალავრო პროგრამის „რუსული ფილოლოგია“ (2010-დან) და სამაგისტრო პროგრამის „სლავური ფილოლოგია“ (2023-დან) ხელმძღვ. იგი არის სხვადასხვა სამეცნ. ნაშრომისა თუ სახელმძღვანელოს (ელექტრონული სახელმძღვანელოს) ავტორი:„Читаем русскую классику, ნაწ. 1“, (თბ., 2018); „Читаем русскую классику, ნაწ. 2“ (თბ., 2018).
თხზ.:ალექსიძე, მ. (2000). Язык документов «Грузинских дел» (простое предложение). Тб., ТГУ; Алексидзе, М. (თანაავტორი). (2012). Книга для чтения по русскому языку (с комментариями). Для студентов-юристов. Тб., Универсал; ალექსიძე, მ. (თანაავტორი). (2012). Учебник русского языка (для студентов-юристов). Продвинутый уровень. Тб., Универсал. ISBN: 9789941175480; Алексидзе, М. (თანაავტორი). (2014-2022). Мы изучаем русский язык. Тб., Универсал; Алексидзе, М. (თანაავტორი). (2014-2022). Читаем и говорим по-русски. Тб., ТГУ; Алексидзе, М. (თანაავტორი). (2014). Корректировочный курс русского языка, I. Тб., Универсал; Алексидзе, М. (თანაავტორი). (2015). Корректировочный курс русского языка, II.Тб., Универсал.