ალექსიძე ლელა
ალექსიძე ლელა

ალექსიძე ლელა ზაზას ასული (09.IX.1960, თბილისი), ფილოსოფოსი, ფილოს. მეცნ. დოქტორი, თსუ-ის პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი, კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით (1977). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფილოსოფიაში, ფილოსოფიის ისტორიის მიმართულებით (1987) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე:,,ანტიკურობა და ქრისტიანობა: ბერძნული ფილოსოფია იოანე პეტრიწისა და (ფსევდო) მაქსიმე აღმსარებლის კომენტარებში“ (1997). მუშაობდა თსუ-ში, ჯერ ათონის ქართ. ხელნაწერების შემსწავლელ ლაბორატორიაში, შემდეგ ფილოს. ისტ. კათედრაზე (1982-დან). არის თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტის სრული პროფესორი ფილოსოფიის მიმართულებით (2005-დან). მრავალი წლის განმავლობაში ეწეოდა სამეცნ.-კვლევით მუშაობას გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, იტალიის სამეცნ. და საუნივერსიტეტო ცენტრებში. მისი სამეცნ. და პედ. ინტერესების სფეროა: ანტ., გვიანანტიკური (განსაკუთრებით ნეოპლატონიზმი), შუა საუკუნეებისა (ბერძნ. პატრისტიკის ფილოს. ასპექტები, ძვ. ქართ. და ბიზანტ. ფილოს. აზრი) და რენესანსის ეპოქის ფილოსოფია (განსაკუთრებით პლატონური ტრადიცია); აქვს კვლევები იოანე პეტრიწის ფილოს. ანტ. წყაროების შესახებ, ნეოპლატონურ ტრადიციაში (გვიანანტიკურობიდან რენესანსის ჩათვლით) თავისუფლების, ნამდვილი მე-ს, სიქველეების, შემეცნებისა და ხედვის შესახებ. თარგმნილი და კრიტიკულად გამოცემული აქვს (ლ. ბერგემანთან თანაავტორობით) იოანე პეტრიწის კომენტარი გერმანულ ენაზე. არის ასამდე სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი.

თხზ.: ალექსიძე, ლ. (2008). იოანე პეტრიწი და ანტიკური ფილოსოფია. თბ., უნ–ტის გამ–ბა ISBN 9789941130137; ალექსიძე, ლ. (2009). Ioane Petrizi, Kommentar zur Elementatio theologica des Proklos. Übersetzung aus dem Altgeorgischen, Anmerkungen, Indices und Einleitung. Herausgegeben von Lela Alexidze und Lutz Bergemann. B.R. Grüner Publishing Company, Amsterdam/Philadelphia. ISBN 9789060323786; ISBN 9789027289315; ალექსიძე, ლ. (2009). ნეოპლატონური ფილოსოფია: პლოტინი და იამბლიქოსი. ტექსტები, თარგმანი, განმარტებები. თბ., უნ–ტის გამ–ბა, პროგრამა „ლოგოსი“. ISBN 9789941401374; ალექსიძე, ლ. (2011). პლატონი. მეშვიდე წერილი. თარგმანი ძველი ბერძნული ენიდან, შესავალი, განმარტებები და დანართი. თბ., უნ–ტის გამ–ბა, პროგრამა „ლოგოსი“, ISBN 9789941437014; ალექსიძე, ლ. (2013). პორფირიოსი. ამოსავალი პრინციპები გონითი სინამდვილისთვის. „სენტენციები“. ბერძნული ტექსტის ქართულ ენაზე თარგმანი შესავლით, განმარტებებით და ინდექსით. თბ., უნ–ტის გამ–ბა, პროგრამა „ლოგოსი“. ISBN 9789941473427; Aleksidze, L. (თანაავტორი). (2017). Prote Hyle. Notion of Matter in the Platonic and Aristotelian Traditions. Palermo University Press, Palermo. ISBN 9788899934781; ISBN 9788899934804; ალექსიძე, ლ. (2019). ნეოპლატონიზმი თავისუფლებისა და ნამდვილი მე-ს ძიებაში. თბ., უნ–ტის გამ–ბა, პროგრამა „ლოგოსი“, ISBN 9789941468629.