ალექსიძე გიორგი იაგოს ძე
ალექსიძე გიორგი იაგოს ძე

ალექსიძე გიორგი იაგოს ძე (26. IX. 1954, თბილისი), ბიოლოგი, მეცნიერი, მკვლევარი, მცენარეთა ფიზიოლოგი, მცენარეთა ბიოქიმიკოსი, ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2000), თსუ-ის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრის გამგე (1999-2006). ქ. თბილ. 53-ე საშ. სკოლის დამთავრების შემდეგ (1971), ა. გ. ჩაირიცხა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტზე (1972). უნ-ტში სწავლის პერიოდში აქტ. სამეცნ. მუშაობას ეწეოდა უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლად ჯერ საქართვ. მეცნ. აკადემიის ზოოლოგიის ინ-ტში (1973), მოგვიანებით – ფიზიოლოგიის ინ-ტის ნეიროქიმიის ლაბორატორიაში, აკად. პ. ქომეთიანის ხელმძღვანელობით (1973-1975); ასევე, საქართვ. მეცნ. აკადემიის ბიოქიმიის ინ-ტის მოლეკულური გენეტიკის ლაბორატორიაში (1975-1979). თსუ-ის დამთავრების შემდეგ სწავლა გააგრძელა სსრკ მეცნ. აკად. მცენარეთა ფიზიოლოგიის ინ-ტის ასპირანტურაში (1979).  იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აკად. ა. კურსანოვის ხელმძღვანელობით (1985). მშობლიურ თსუ-ში დაბრუნების შემდგომ ა. გ.-მ მუშაობა გააგრძელა უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად ბიოლოგიის ფაკ-ტის მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრაზე (1986-1999); პარალელურად ხელმძღვანელობდა თსუ-ის ბიოქ. და ბიოტექნო­ლოგიის კათედრის ბაზაზე მოქმედ ფიზიოლოგიურად აქტ. ნაერთებისა და ბიომედიცინის ლაბორატორიას (1994-1999); დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1998) და არჩეულ იქნა მცენარეთა ანატ. და ფიზიოლოგიის კათედრის გამგედ (1999-2000). იყო საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართ. უნ-ტის სრული პროფესორი, მცენარეთა ბიოლ. და ბიოტექნოლოგიის მაგისტრატურისა და ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვ. (2008-2015). ა. გ.-ს სამეცნ.-კვლ. სამუშაოები დაკავშირებულია მცენარეთა ფიზიოლოგიის და ბიო-მედიცინის  აქტ. საკითხებთან. ა. გ.-ს მიერ ჩატარებული ფუნდამენტური კვლევების შედეგად პირველად იქნა გამოვლენილი  და შესწავლილი მცენარის ქლოროპლასტების ლექტინური სისტემა და მისი კომპონენტები, მის საფუძველზე შემოთავაზებუ­ლია ფოტოსინთეზის კალვინის ციკლის რეგულაციის მოდელი. მის მიერ ასევე პირველად იქნა გამოვლენილი და შესწავლილი ბირთვის ქრომატინის ლექტინური სისტემა და მისი ძირითადი კომპონენტები, რის საფუძველზეც შემუშავებული იქნა გენეტ. სისტემის ფუნქციონირების დღემდე უცნობი, სრულიად ახალი ტიპის რეგულატორული მექანიზმის მოდელი. პირველად მცენარეული უჯრედის მიტოქონდრიებში გამოვლენილი და შესწავლილი იქნა ლექტინური სისტემის ფუნქციონირების მოლეკულური მექანიზმები, რის საფუძველზეც შემოთავაზებული იქნა სუნთქვის პროცესების რეგულაციის ახალი ტიპის მოდელი. ა. გ.-ს მიერ პირველად იქნა გამოვლენილი მცენარეული უჯრედის გარეთა მემბრანაზე შაქრების სპეციფიკურად დაკავშირების უნარის მქონე მემბრანული რეცეპტორები და მათი სპეციფ. ლიგანდები; ექსპერიმენტულად პირველად იქნა ნაჩვენები  მოლეკულური მექანიზმები, რომლებიც საფუძვლად უდევს მცენარეულ უჯრედში შაქრის დამკავშირებელ მემბრანულ რეცეპტორებსა და ინფორმაციის მატარებელ გლიკოკონუგატებს შორის ურთიერთქმედებას და მის შედეგად ინიცირებული სიგნალის გადაცემის პროცესებს. ა.გ.-ს ხელმძღვანელობით პირველად იქნა გაშიფრული მოლეკულური მექანიზმი, რ-იც საფუძვლად უდევს ციტრუსოვან მცენარეთა სოკოვან დაავადებას “მალსეკო” და შემუშავებულია მცენარის ამ ფიტოპათოგენისაგან დაცვის ახალი მეთოდი. ა. გ.-ს ხელმძღვანელობით პირველად მცენარიდან გამოყოფილია ჰორმონის (აუქსინის) მსგავსი მოქმედების უნარის მქონე პოლიპეპტიდური ბუნების ნაერთი, რაც საფუძველი გახდა მცენარეთა ფიზიოლოგიაში პოლიპეპტიდების, როგორც მცენარის ზრდისა და განვითარების რეგულატო­რების, ანუ ახალი ტიპის მცენარეული ჰორმონების შესახებ მიმართულების განვითარებისათვის. ა. გ მის მიერვე დაფუძნებული კომპანიის - მედიკობიოლოგიური სამეცნ.–კვლ. ცენტრის “ალექსისის” პრეზიდენტი და მთ. სამეცნ. ხელმძღვ. (2000). მისი სამეცნ. ინტერესები მოიცავს საქართვ. ფლორის ახალი ანტიკარცენოგენული, იმუნომოდულა­ტო­რული, ანტი­მიკრობული, ანტიოქსიდანტური დ სხვა ბუნებრივი პეპტიდების კვლევას, მათი ფიზ.- ქიმ. თვისებების, ბიოლ. აქტივობის, მოქმედების მოლეკულური მექანიზმების შესწავლას, იდენტიფიკაციას და წინაკლინიკურ/კლინიკურ გამოცდებს ახალი ინოვაციური პრეპარატების შექმნის მიზნით. სიმსივნის ბიოლოგიის შესწავლის, მრავალწლიანი თეორ. და ექსპერ. კვლევის საფუძველზე ა. გ.-მ შექმნა ახალი, ანტიკანცეროგენული და იმუნომოდულატორული თვისებების მქონე სამკურნალო პრეპარატი გა-40, რომელმაც წარმატებით გაიარა წინაკლინიკური/კლინ. გამოცდე­ბი  საქართვ., რუსეთის, იაპონიის, აშშ-ს და სხვა ქვეყნების კვლევით ინ-ტებსა და კლინიკებ­ში, შესწავლილი და გაშიფრულია ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედებზე მისი მოქმედების მოლეკულური მექანიზმები; დაპატენტებული, ლიცენზირებული, რეგისტრირებული და დანერგილია მთელ რიგ  ქვეყნებში. ა. გ.-ს მიერ შექმნილია და დაპატენტებულია  ინფექციურ-ანთებითი და  სხვა დაავადებების სამკურნ. სრულიად უსაფრთხო და მაღალეფექტური ახალი სამკურნალო პრეპარატები: GA-GEPATONIN, GA-TUBERNAK, GA-PROSTANAL, GA-GLOMURONEFRIN, GA-DIABETIN, GA-SEXONAL, GA-BRONCHONAL, GA-AUTOIMUNEX  და სხვ. ა. გ.-ს გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი; არის 12 გამოგონების ავტორი. საქართველოს ბიოქიმიური საზოგადოების წევრი (1998); თსუ-ის დიდი სამეცნ. საბჭოს წევრი (2000); საქართვ. ეკოლოგიურ მეცნ. აკადემიის წევრი (2001); საკონტინენტთა­შორისო სამედ. და სოც. აკადემიის (IAMSS) წ.–კორ. (2002). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები: ღირსების ორდენი (2001), პეტრე ქომეთიანის სახ. პრემია (2002).

თხზ.: ალექსიძე ნ., ალექსიძე გ. (2010). ეკოლოგიური ბიოქიმიის საფუძვლები. თბ., უნივერსალი, ISBN: 9789941170041; ალექსიძე გ. (რედაქტორი). (2001). მცენარეთა ჰორმონალური რეგულაცია. ფიტოტექნოლოგია: არჩევითი კურსები ბიოლოგიის ფაკ-ტის მე-4 კურსის სტუდენტებისათვის, უნ-ტის გამ-ბა; Alexidze G., Sanadze G. (1990). Isolation, location and some properties of chloroplast lections and their ligands. 20th FEBS meet. of the Fed. of Europe Biochem.Soc., Budapest, Hungary, 333; Алексидзе Г. Я., Санадзе Г.А. (1990). Эндогенные лиганды лектинподобных белков хлоропластов листьев тритикале: выделение и некоторые свойства. Сообщ. АН ГССР.138. №1, 121-124; Alexidze G. (1997).  Lectin-like membrane proteins of tritikale leaf chloroplasts and their endogenous ligands. European Journal of Cell Biology. v.74, 231; Alexidze G. et al. (1998). Lectin-induced changes of Ca-metabolism in erythrocytes of patients with essential hypertension. Lectin Biol., Biochem., Cllinical Biochem. v.17; Alexidze G., Chakhunashvili G. (1994). New Georgian Anticancer Drug with immunomoduolating Activity. Future Trends in Chemotherapy. 11th World Congress on Antimicrobial and Anticancer Drugs. Geneva (Switzerland).