-
ავტორი
- კატეგორიები: უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი პოლიტიკური მოღვაწე ადვოკატი
ალექსი-მესხიშვილი შალვა ვლადიმერის ძე (26.IV(8.V).1884, თელავი, - 18.VI.1960, თბილისი), ადვოკატი და პოლიტ. მოღვაწე, ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი; ლადო ალექსი-მესხიშვილის ვაჟი. სწავლობდა ოდესის უნ-ტში (1902-1904), საიდანაც გარიცხეს სტუდენტთა რევ. მოძრაობაში მონაწილეობისათვის. დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1909). ადვოკატობა დაიწყო თბილისში (1910). იყო: სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი; ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვ. წევრი (1908-); ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილ. განყ-ბის წევრი (1917); საქართვ. ეროვნ. საბჭოს წევრი (1917-1918); თბილ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); ამიერკავკ. კომისარიატის იუსტიციის მინისტრი (კომისარი) (1917-1918); საქართვ. დემოკრ. რესპ. მთავრობის იუსტიციის მინისტრი(1918–1919); საქართვ. დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი (1919-1921); გასაბჭოების შემდეგ ეწეოდა ადვოკატურ საქმიანობას და იყო საქართვ. ადვოკატთა კოლეგიის წევრი. საბჭ. რეჟიმის დროს ორჯერ იყო დაპატიმრებული.
წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი; საქართვ. ეროვნ. არქივი, პ. მელიქიშვილის პირადი ფონდი, თსუ-ის ფონდი - 471-1-16, გვ.2.