ალექსანდრია ნანა
ალექსანდრია ნანა

ალექსანდრია ნანა (13.10.1949, ფოთი), სპორტსმენი, მოჭადრაკე. ა. ნ-მ  დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტ. ფაკ-ტი (1972). ა. ნ. იყო:  საქართვ. ტელევიზიის სპორტ. პროგრამებისა და პროგრამა "ალიონის" სპორტ. კომენტატორი (1976-1995),  ევროსაბჭოში საქართვ. ელჩი სპორტში (2000). ა. ნ. გახდა: საერთაშ. დიდოსტატი ქალებში (1976), სსრკ დიდოსტატი (1983); მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 9 ოქროს მედლის მფლობელი (1969,1974,1978,1980,1982,1986); ქალთა ნაკრების გუნდის კაპიტანი(1992,1994,1996); საქართვ. და სსრკ მრავალგზის ჩემპიონი; გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი "ქართული გამბიტი" (1991); აქვეყნებს საჭადრაკო სტატიებს ქართულ და უცხოურ ჟურნალებში. ა. ნ.  იყო: დიდოსტატთა საერთაშ. ასოციაციისა ქალთა საბჭოს ასოციაციის წევრი (1991-1993), თბილ. მოსწ. ახალგაზრდობის ეროვნ. სასახლის ვ. ქარსელაძის სახ. საჭადრაკო სკოლის დირექტორი, თბილ. საკრებულოს სპორტის ქვეკომიტეტის თავ-რე (1998-2002), კლუბი "მერანის", დამფუძნებელი და პრეზიდენტი, საქ.-იუგოსლავიის მეგობრობის საზ-ბის თავ-რე (1995-), საქართვ.  ჭადრაკის ფედერ. ვიცე-პრეზიდენტი (1994-1997), ფიდეს ქალთა კომიტეტისა (1986-2002) და ფიდეს ცენტრ. კომიტეტის წევრი (1994-1998). ა. ნ-ს გადაეცა სხვადასხვა ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. უმაღლ. საბჭოს "საპატიო სიგელი" (1975 ), ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი (2001), ღირსების ორდენი (2001, 1994 ). იგი არის:  ევრ. ჩემპიონთა თასის მფლობელი (1970), მსოფლიო ჩემპიონატში, ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1971), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1981), სსრკ ორდენი (1981), საქართვ. ვიცე-ჩემპიონი ვაჟთა შორის (1980),  მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (1975), მსოფლიო ჩემპიონატში, ბრინჯაოს მედლის მფლობელი (1986), ევრ. თასის მფლობელი (2004, 2005).

თხზ.:  ალექსანდრია ნ. 150 საინტერესო პარტია და ეპიზოდი. (2009). თბ., საქართველოს მაცნე, ISBN: 9789941160417; ალექსანდრია ნ. უგვირგვინო ყაიმი : 8:8 = Победа и поражение. (2005).

ლიტ.: ალექსანდრია ნანა. საქართველო: ენციკლოპედია. (1997). ტ. 1., გვ. 101; ალექსანდრია ნანა. წიგნი ღირსებისა: ტ. 6. (2003). შემდეგ: თამაზ ყიფიანი. თბ., გვ.124.