-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი (01.IV.1946), საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიაში, აკად. ალ. ნათიშვილის ინიციატივით, დაარსდა სამეცნ.- კვლევითი ცენტრი – ექსპერიმენტ. მორფოლ. ინ-ტი. ინ-ტის დაარსებით შეიქმნა სათანადოდ აღჭურვილი ძლიერი კვლევითი ბაზა, რომელმაც ხელი შეუწყო მორფოლოგიურ მეცნ. განვითარებას და ამასთანავე, ექსპერ. მოდელების კვლევის ფართო დანერგვით შესაძლებელი გახადა მორფოლოგიის, როგორც თეორ. დისციპლინის, პრაქტიკულ მედიცინასთან მჭიდროდ დაკავშირება. თავდაპირველად ინ-ტში 18 საშტატო ერთეული იყო, აქედან უშუალოდ აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა დირექტორი - აკად. ალ. ნათიშვილი, სწავლული მდივანი - პროფ. ა. მალაევი, ექსპერიმენტ. ანატ. განყ-ბის გამგე - პროფ. ი მ. კომახიძე, ექსპერიმენტ. ჰისტოლოგიის განყ-ბის გამგე - პროფ. ალ. ლეჟავა, უფრ. მეცნიერ თანამშრომელი - ნ. ჯავახიშვილი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომლები - მ. აბდუშელიშვილი, ვლ. აბაშიძე, ქ. ჭიჭინაძე, ვლ. ასათიანი და უფრ. ლაბორანტი - ე. არზიანი. შემდეგ შეიქმნა ანთროპოლოგიის კაბინეტი (1948, გამგე: აკად. მ. აბდუშელიშვილი). აკად. ალ. ნათიშვილის გარდაცვალების შემდეგ, ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტს მისი სახელი ეწოდა (1959-დან) და ინ-ტს სათავეში ჩაუდგა აკად. ნ. ჯავახიშვილი, რ-იც მას ნახევარი ს-ის მანძილზე ხელმძღვანელობდა – ჯერ დირექტორის (2005-მდე), ხოლო შემდეგ საპატიო დირექტორის სტატუსით (2012-მდე). ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტი გამოეყო საქართვ. მეცნ. აკადემიას, გადაკეთდა სსიპ-ად და გადავიდა საქართვ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებაში (2006), შემდეგ კი ინ-ტი შეუერთდა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილ. სახელმწ. უნ-ტს - დამოუკიდებელი სამეცნ.-კვლევითი ერთეულის სახით (2010). ინ-ტის დირექტორები იყვნენ: პროფ. დ. კორძაია (2005-2012), ხოლო შემდეგ დირექტორის მოვალეობას ასრულებდა მედიცინის დოქტორი მ. კაკაბაძე (2013-2015). ასევე ინ-ტის დირექტორები სხვადასხვა პერიოდში იყვნენ მედიცინის დოქტორი ს. დალაქიშვილი (2015-2017); მედიცინის დოქტორი მ. კაკაბაძე (2018-2022) და ბოლოს კვლავ პროფ. დ. კორძაია (2023-დან). დაარსების დღიდან დღემდე ინ-ტი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, განიცდიდა განვითარებას და რეორგანიზაციას. წლების მანძილზე იზრდებოდა ინ-ტის სამეცნ. პოტენციალი და ტექ. აღჭურვილობა. შესაბამისად, იხსნებოდა ახალი განყ-ბები და ლაბორატორიები. მორფოლოგიის ინ-ტის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს გაიხსნა და ფუნქციონირებდა ექსპ. ანატ. და ჰისტოლოგიის, პათომორფოლოგიის, განვითარების ბიოლოგიის (ბიოფიზიკის), ციტოლოგიის, გერონტოლოგიის, ანდროლოგიის, ალერგოლოგიის, ბიოტექნოლოგიის განყ-ბები; ასევე პათოჰისტოლოგიის და ონკომორფოლოგიის, ბიოქიმ. გენეტიკის, ჰორმონების რადიონუკლეიდური მიკროანალიზისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ვირუსოლოგიის, ინფექციური იმუნოლოგიის, იმუნოჰისტიქიმიის, ნაყოფის ფიზიოლოგიასა და ,,ინ ვიტრო” განაყოფიერების ლაბორატორიები და სხვ. განვითარების ბიოლოგიის განყ-ბამ გადაინაცვლა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტზე - ბიოფიზიკის განყ-ბის სახით (1983). შემდეგ მორფოლოგიის ინ-ტს გამოეყო ბიოტექნოლოგიის განყ-ება და დაფუძნდა ახალი კვლევითი ინ-ტის სახით, დღეს - ვლ. ბახუტაშვილის სახ. ბიოტექნოლოგიის ინ-ტი (1991). მორფოლოგიის ინ-ტის დღევანდელი სტრუქტურა მოიცავს სამ დეპარტამენტს: კლინ. და ექსპერ. პათოლოგიის დეპარტ. (ხელმძღვ. პროფ. ლ. გოგიაშვილი), კლინ. ანატომიის და ექსპერ. მოდელირების დეპარტ. (ხელმძღვ. პროფ. მ. ჯანგავაძე) და გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტ. (ხელმძღვ. მედიცინის დოქტორი ე. ჯანბერიძე). ინ-ტში შექმნილია კლინ. პათოლოგიის დიაგნოსტიკური ცენტრი, რომლის ფარგლებშიც 6 სერტიფიცირებული კლინ. პათოლოგი აწარმოებს ჰისტოპათოლოგიურ დიაგნოსტიკას. ინ-ტში ფუნქციონირებს მოლეკულური პათოლოგიის, მასკანირ. ელექტ. მიკროსკოპიისა და ციფრ. პათოლოგიის, ბიოქიმიის, ქსოვილოვანი კულტურების და ნანონაწილაკების ლაბორ. მხოლოდ სტრუქტურათა ჩამონათვალიც კი აშკარად მიუთითებს იმ სამეცნ. კვლევითი სამუშაოების მასშტაბზე, რ-იც ამ ინ-ტში მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს. ინ-ტი ჩამოყალიბდა გერონტოლოგიის, ანდროლოგიის და ელექტრომული მიკროსკოპიის ლიდერ ორგანიზაციად სსრკ მასშტაბით. ინ-ტში მიღებული იქნა შედეგები, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა მსოფლიოში სისხლძარღვთა აღდგენითი ქირურგიის განვითარებაში. დღეს ინ-ტში მიმდინარე კვლევები ეძღვნება სისხლის მიმოქცევის, ნერვული, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული და სასქესო სისტემების მორფოლოგიას ნორმულად და სხვადასხვა პათოლოგიის დროს, ღვიძლის რეგენერაციის და გადანერგვის საკითხებს, დაავადებების მოლეკულურ საფუძვლებს და ნანოტექნოლოგიების გამოყენებას პათოლოგიათა კორექციისათვის. თავისი არსებობის მანძილზე ინ-ტი გადაიქცა საერთაშ. მნიშვნელობის კვლევით ცენტრად, რომლის კედლებშიც ქართველმა და უცხოელმა (და არა მარტო საბჭ. კავშირის რესპუბლიკებიდან) მკვლევრებმა შეასრულეს 800-ზე მეტი საკვალიფიკაციო ნაშრომი. ინ-ტი სისტემატურად აწყობდა და აწყობს თემატურ კონფერენციებს, რ-ებიც ეძღვნება სხვადასხვა ორგანოების ექსპერ. მორფოლოგიის საკითხებს, მორფოლ. კვლევის თანამედროვე მეთოდებს თეორიულ და პრაქტიკულ ონკოლოგიაში, პათოლ. ულტრასტრუქტურულ საფუძვლებს, გერონტოლოგიისა და გერიატრიის პრობლემებს, დაბერების ციტოგენეტიკას და დღეგრძელობის საკითხებს. ინ-ტმა დააარსა აკად. ნ. ჯავახიშვილის სახ. პრემია და მედალი, რ-იც ენიჭება საქართვ. ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს მორფოლ. მეცნ. განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის (2016-დან). ინ-ტმა საზეიმოდ აღნიშნა მისი დაარსებიდან 70 წლის იუბილე და თავისი მოღვაწეობა შეაჯამა დოკუმენტური ფილმით „მორფოლოგიის ინსტიტუტი - 70“ (2016).