-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი საპატიო დოქტორი
ალბეკი ჰერმან (Albeck Hermann, 07. II. 1935, შტუტგარტი), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ, ზაარის მხარის უნ-ტის პროფესორი, აირჩია საპატიო დოქტორად (27.02.1995).
ა. ჰ. კომერციულ სტაჟირებას გადიოდა რობერტ ბოშის ფირმაში (1954-1956). წარმატებით ჩააბარა კომერციული თანაშემწის გამოცდა (1956). შტუტგარტის, მიუნხენისა და ტიუბინგენის უნ-ტებში ეუფლებოდა საერთაშ. ეკონომიკას (1956-1960), შემდგომ კი ტიუბინგენის უნ-ტში დაიცვა სადიპლომო ნაშრომი (1960). ამავე უნ-ტში მოიპოვა სამეცნ. ხარისხი (1967) და მიიღო უმაღ. აკად. კვალიფიკაცია (1973). მეცნიერი ტიუბინგენის, კიოლნისა და ბოხუმის უნ-ტებში უძღვებოდა სალექციო კურსებს (1974-1976). იგი ზაარლანდის უნ-ტის ეკონომიკის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნ. კათედრაზე მიიწვიეს (1976).
ა. ჰ. იყო სოფიაში, წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის უნ-ტის მიწვეული პროფესორი და, ამავდროულად, ემერიტუსის სტატუსის მფლობელი (2000).
ა. ჰ. სხვადასხვა ორგანიზაციის წევრია: ეკონ. და სოციალურ მეცნ. ასოციაცია (სოც. პოლიტიკის გაერთიანება, 1975), იოზეფ შუმპეტერის საერთაშ. საზ-ბა, დარგობრივი საინფორმაციო სისტემა-სოციალურ მეცნ. საგანგებო კომიტეტი (ფედ. სამინისტრო-კვლევა და ტექნოლოგიები, 1973–1975), გერმანიის კვლევითი ასოციაციის სოციალურ-ეკონ. ჯგუფის სამეცნ. მრჩეველთა საბჭო (1983 – 1989), ეკონომიკის ფედერალური მინისტრის სამეცნ. მრჩეველთა საბჭო (1987). მეცნიერი ზაარლანდის, სოფიისა და თსუს უნ-ტებს შორის თანამშრომლობის ხელშემწყობი და კოორდინატორია ეკონომიკის მეცნ. დარგში (1985).