-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
ალბათურ-სატატისტიკური მეთოდების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია (1990-2006), თსუ-ის სტრუქტურული ერთეული. ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის განყ-ბას გამოეყო ნაწილი, რომელიც გადავიდა თსუ-ში და ჩამოყალიბდა ალბათურ-სატატისტ. მეთოდების სამეცნ.-კვლ. ლაბორ. (1990), რომლის უცვლელი ხელმძღვ. იყო პროფ. ომარ ღლონტი. ლაბორ. ძირითადი მიზანი იყო ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის თანამედროვე პრობლემების კვლევა, ასევე ახ. თაობის ქართვ. მეცნიერების მომზადება ამ დარგებში. სამეცნ. საქმიანობა: ზღვარითი თეორემების, სტოქასტური პროცესების და სტოქასტური მოდელირების კვლევა; სტატისტ. დასკვნები, მათ შორის პარამეტრული და არაპარამეტრული მეთოდები; სტოქასტური პროცესების გამოყენება ინჟინერიასა და საბანკო-საფინანსო სისტემებში.