-
ავტორი
- კატეგორიები: სტრუქტურული ერთეული
ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა (1968). თსუ-ის სტრუქტურული ერთეული. საქართველოში ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის სწავლების ფუძემდებლად ითვლება თსუ–ის ერთ–ერთი დამაარსებელი, საქართველოში მათ. კვლევის პიონერი, პროფ. ა. რაზმაძე (1889-1929), ხოლო მათემატიკია ამ დარგის განვითარებას საფუძველი ჩაუყარა გამოჩენილმა ქართველმა მათემატიკოსმა და პედაგოგმა გ. მანიამ (1918-1985). პროფ. გ. მანიამ თავის ირგვლივ შემოიკრიბა ამ მიმართულებით დაინტერესებული ახალგაზრდების დიდი ჯგუფი და უდიდესი წვლილი შეიტანა ამ დარგის შემსწავლელი მეცნ. პოპულარიზაციას და სამეცნ. კვლევების განვითარების საქმეში. გ. მანიამ საფუძველი ჩაუყარა ალბათობის თეორიასა და მათ. სტატისტიკაში მომუშავე მეცნიერთა ფართე წრეების შეხვედრებს, რ–ც ადგილობრივ ისე საერთაშ. დონეზე და ხელი შეუწყო ახალგაზრდა მკვლევრების სხვადასხვა სამეცნ. ცენტრებში გაგზავნას. ცივი ომის პერიოდში, გ. მანიამ მოაწყო დიდი და მნიშვნელოვანი საერთაშ. კონფერენცია ალბათობის თეორიასა და მათ. სტატისტიკაში, რ–შიც მონაწილეობა მიიღო 25 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა (1963). მისი თაოსნობით ჩატარდა 20-მდე საკავშ. კონფერენცია ბაკურიანში, და სსრკ-იაპონიის IV სიმპოზიუმი თბილისში(1982). პროფ. გ მანიას თაოსნობით თსუ-ში დაფუძნდა ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის კათედრა, რომელსაც იგი წარმატებით და ნაყოფიერად ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე (1968-1985). პარალელურად ის იყო შესაბამისი პროფილის განყოფილების/სექტორის გამგე ჯერ ი. ვეკუას გამოყენებითი მათ ინ-ტში, შემდგომ ეკონომ. და სამართლის ინ-ტში, ხოლო მოგვიანებით ა. რაზმაძის მათ. ინ-ტში. შემდეგ კათედრას ხელმძღვანელობდა აკად. ე. ნადარაია (1985-დან).