- კატეგორიები: ეთნოლოგი ისტორიკოსი
ალავერდაშვილი ქეთევან თენგიზის ასული (22.III.1954, ქ. თბილისი), ეთნოლოგი. ისტორიის მეცნ. კანდ. (2003), ისტორიის დოქტორი (2007), თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის უფრ. მეცნიერ თანამშრომელი. დაამთავრა თსუ-ის ისტიის ფაკ-ტი (1976). მუშაობა დაიწყო ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში (1976). ა. ქ.-ს სადისერტაციო თემას წარმოადგენდა „კარდინალური სიმბოლოები ქართველთა რიტუალურ პრაქტიკასა და რწმენა-წარმოდგენებში (ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით)“ (2003). ა. ქ.-ს ნაშრომები შეეხება ქართ. ხალხ. დღესასწაულებს, სალოცავებს, შესაწირავთა სისტემას, საკრალური დროისა და სივრცის საკითხებს. მის კვლევებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა აგრეთვე რიტუალური ფერხულების შესწავლას, განხილულს საკრალური ცენტრის და მასთან დაკავშირებული სამყაროს ღერძის იდეასთან კავშირში.
თხზ. ალავერდაშვილი, ქ. (1991). ქართ. ხალხ. დღეობათა კალენდარი (თანაავტ.). კრიალოსანი; ალავერდაშვილი, ქ. (2007). საკრალური გეომ. უნივერსალი. ISBN 9789994096831; ალავერდაშვილი, ქ. (2018). აღმ. საქართვ. მთიანეთის ტრად. კულტურა (გუდამაყრის, ხევის, თუშეთის სალოცავები) (თანაავტ.). მერიდიანი. ISBN 9789941254536.