ალასანია ირაკლი მამიას ძე
ალასანია ირაკლი მამიას ძე

ალასანია ირაკლი მამიას ძე (21.XII.1973, ბათუმი), დაამთავრა თსუ-ის საერთაშ. სამართლის ფაკ-ტი საერთაშ. სამართლის სპეციალობით (1995)  და საქართვ. უშიშროების აკად. (1996). მუშაობდა სახელმწ. უშიშროების სამინისტროში  (1994-1998); საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრ. აპარატში (1998-დან); იმავე წელს მუშაობა განაგრძო საქართვ. საელჩოში აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; მუშაობდა უშიშროების სისტემაში (2002-2004): დაინიშნა სახელმწ. უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედ (2002); მუშაობდა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კი ეროვნ. უშიშროების საბჭოს თავ-რის მოადგილედ (2004); სათავეში ჩაუდგა აფხაზეთის ავტონ. რესპუბლიკის დევნილ მთავრობას (2004), პარალელურად იყო პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში (2005-2006); საქართვ. მუდმივი წარმომადგენლი გაეროში (2006-2008); მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლ. რანგი. საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება"(2012). საქართვ. თავდაცვის მინისტრი (2012-2014); ამერ. კონსალტინგური კომპანია SPConsulting–ის უფრ. პარტნიორი (2017-დან). მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის ორდენი.