-
ავტორი
- კატეგორიები: დოქტორი
ალანია ვიქტორ მიხეილის ძე (03.X.1963, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი (1990); ინჟინერ-გეოლოგი; გეოლოგიის დოქტორი (2012); აშშ-ს მენავთობეთა და გეოლოგთა ასოციაციის წევრი (AAPG, 1998); საერთაშ. ლითოსფეროს პროგრამის ეროვნ. წარმომადგენლობის წევრი (ILP, 2005); ევრ. გეომეცნიერთა კავშირის წევრი (EGU, 2008); დაიცვა დისერტაცია თემაზე:„მტკვრის ფორლანდის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის გეომეტრია, დეფორმაციის ასაკი და კინემატიკური მოდელირება“ (2013) და მიენიჭა გეოლოგიის აკადემიური დოქტორის წოდება; სტრუქტურული გეოლოგიის და ტექტონიკის საერთაშ. ასოციაციის წევრი (IASGT, 2022). თანაავტორებთან ერთად სხვადასხვა სამეცნ. ჟურნალებში გამოცემული აქვს სტატიები:,,Geology and Geodynamics of the lithosphere of Georgia 1:200000-scale Digital Geological Map and Explanatory Note of Georgia“ (M. Nodia Geophysical Institute, proceedings v.LXXIV. ISSN 15121135. Tb., 6 sheet maps and 1 sheet legend, 2020); ,,საქართველოს ლითოსფეროს გეოლოგია, სიღრმული აგებულება, გეოდინამიკა და ევოლუცია“ (მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტი, 2020); ,,კარსტული წყლების მარაგების შეფასება ალაზნის აუზში, საქართველო“ (მოამბე №1, ტ. 17, 2023); ,,ნასხლეტების არსებობის სეისმური დასაბუთება რიონის ნაოჭა-შეცოცებითი სარტყლის ფარგლებში, საქართველო” (მოამბე №4, ტ. 17, 2023).