ალანია მარინა გიორგის ასული
ალანია მარინა გიორგის ასული

ალანია მარინა გიორგის ასული (31.V.1956, ხობი), ეკონომისტი, მეცნიერი. წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტი, საქონელმცოდნის კვალიფიკაციით (1973-1978); იყო თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ის არასასურსათო საქონლის საქონელმცოდნეობისა და ტექნოლოგიის კათედრაზე მასწავლებელი და აღნიშნული კათედრის ლაბორანტი (1986-1992); დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „პოლიქსერული აბსკების მოდიფიკაცია მათი ხარისხის მართვის მიზნით“ და მიენიჭა ტექ. მეცნ. კანდიდატის წოდება (1991); იყო თსუ-ის კომერციისა და მარკეტინგის ფაკ-ტის სამრეწველო საქონელმცოდნეობის, სერტიფიკაციისა  და კომერციის კათედრის დოცენტი; ალტე უნ-ტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო შემდეგ პროფესორი და ტურიზმის პროგრამის ხელმძვ. (2002-2024). ა. მ. იკავებს თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მარკეტინგის კათედრაზე ასისტენტ პროფესორის თანამდებობას (2024-დან); მისი სამეცნ. ნაშრომებია:  „მომხმარებელთა ქცევის მოდელირება“ (მარკეტინგის აქტუალური საკითხები: სამეცნ. ნაშრომთა  კრ., 2001, N4); „მოთხოვნილებები და კლიენტის მოლოდინი მომსახურების ბაზარზე“ (სამეცნიერო შრომების კრებული, 2014, N 5); „საქართველოს დამამუშავებელი მრეწველობის საექსპორტო პოტენციალის ანალიზი“ (ეკონომიკა და ფინანსები, 2023, N 1).

თხზ. (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): ალანია, მ. (2004). მომსახურების მარკეტინგი : (ეკონ. ფაკ. სტუდ.). თბ., უნ-ტის გამ-ბა; ალანია, მ. (2004). საგამომცემლო საქმის მარკეტინგი: (კომერც. და მარკეტ. ფაკ. სტუდ.). თბ., უნ-ტის გამ-ბა.