ალადაშვილი ქეთევან ზაურის ასული
ალადაშვილი ქეთევან ზაურის ასული

ალადაშვილი ქეთევან ზაურის ასული (07.IV.1967, თბილისი), დაამთავრა თბილ. მე-18 საშ. სკოლა (1984) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი მაღალი ენერგიებისა და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სპეციალობით (1989). ა. ქ. იყო თსუ-ის  მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტის ასპირანტი (1989-1992), პარალელურად ასწავლიდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ ფიზ.-მათ. სკოლაში (1989 – 1990). მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (ბოლო პოზიცია უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1993–1998). ა. ქ.-ს სამეცნ. კვლევების სფეროა: კვანტური ქრომოდინამიკა, არაპერტურბაციული ველის თეორია. არის რამოდენიმე ადგილ. და საერთ. კონფერენციის მონაწილე, 6 სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-ებიც გამოქვეყნებულია საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში:„On the flavor dependence of the mixed quark - gluon condensate“ (Phys.Lett.B 372, 299-305, 1996); „Determination of QCD condensates without hadronic spectra“ (Phys.Lett.B 339, 263-269, 1994); „The K0 anti-K0 mixing parameter B(K) from QCD vertex sum rules“ (Phys.Lett.B 324, 465-468, 1994).