-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ალადაშვილი ალექსანდრე ვახტანგის ძე (24.I.1952, თელავი), ექიმი, კარდეოლოგი, მედიცინის მეცნ. დოქტორი, სახელმწ. პრემიის ლაურეატი ნაშრომისთვის "საქართველოში გულის იშემიური დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალტექნოლოგიური ინვაზიური და ინტერვენციული მეთოდების დანერგვა“ (2005). დაამთავრა: თსსი-ის სამკურნ. ფაკ-ტი (1974); იყო თელავის რ-ნის ექიმი-თერაპევტი (1975); კლინ. ორდინატორი და ასპირანტი ა. ბაკულევის სახ. გულ-სისხლძარღვთა ქირურგ. ინ-ტის (მოსკოვი, 1978-83); ექიმ-მაძიებელი (დოქტორანტი) ა. ბაკულევის სახ. გულსისხლძარღვთა ქირურგ. ინ-ტის გულის კათეტერიზაციის ლაბორ. და კარდიოლოგიურ განყ-ბაში (მოსკოვი, 1985-1989); თსსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის შინაგან სნეულებათა №1 კათედრის პროფ., კათედრის გამგე, (1991-1995); ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მედიცინ. ფაკ-ტის თერაპიის კათედრის გამგე (1995-1997); აკად. გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ინტერვენციული მედ. და დიაგნოსტიკის დეპარტ. ხელმძღვ. (1997-დან). გაიარა მრავალჯერადი ტრენინგები ბად კროცინგენის გულის ცენტრში (გერმანია, 1998-2005). საქართვ. კლინიკურ პრაქტიკაში პირველმა ჩაატარა და ფართოდ დანერგა კორონოგრაფიისა (1977) და კორონარული ანგიო პლასტიკისა და სტენდირების მეთოდი (1998).