-
ავტორი
- კატეგორიები: ექიმი დოქტორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ალადაშვილი ალექსანდრე სტეფანეს ძე (30.VI.1876, სოფ. არბოშიკი, დედოფლის წყაროს მუნიციპ.- 29.VI.1950, თბილისი), თერაპევტი, მედ. მეცნ. დოქტორი (1911), პროფ. (1919), საქართვ. მეცნ. აკად. აკად. (1946), საქართვ. მეცნ. დამსახ. მოღვაწე (1941). ქართ. თერაპიული სამეცნ. სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით. დაამთავრა იურიევის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი (ტარტუ, 1904). ხარკოვში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე:„ბორჯომის მინერალური წყლის ფიზიოლოგიური მოქმედების საკითხისათვის“ (1911). აირჩიეს სიმფეროპოლის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტის ფარმაკ. კათედრის გამგედ (1919); მუშაობდა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის კათედრის გამგედ (1919-1921), იყო სამკურნ. ფაკ-ტის დეკანი (1921-1924); საფაკულტეტო თერაპიის კათედრის გამგე ჯერ თსუ-ში, შემდეგ - სამედ. ინ-ტში (1921-1950). მრავალი წლის მანძილზე იყო სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის დეკანი და საქართვ. სსრ ჯანდაცვის სამინისტროს სამედ. საბჭოს თავ-რე (1937-1950). იგი იყო საქართვ. თერაპევტთა საზ-ბის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავ-რე (1940-1950). აქტიურად მონაწილეობდა საქართვ. კურორტოლოგიის, ტუბერკულოზისა და პროფ. დაავადებათა ინ-ტებისა და სასწრაფო დახმარების საავადმყოფოს დაარსებაში. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილ. II საავადმყოფოს, რომელსაც შემდგომ მისი სახელი მიენიჭა. დასტაქრის მეცნ. ნაშრომები უმთავრესად ეხება საქართვ. საკურორტო რესურსებისა და ადგილ. ნედლეულისაგან დამზადებული პრეპარატების სამკურნ. მიზნით გამოყენების საკითხებს.
თხზ.:ალადაშვილი, ალ. (1929). კლინიკური რეცეპტები სტუდენტთა და ექიმებისათვის. ტფ., 2-я тип. полиграфтр.; ალადაშვილი, ალ. (1931). ბორჯომის მადნეული წყლის გავლენა კუჭის სეკრეციაზე. ტფ., სახელგამის 1-ლი სტ.
ლიტ.: ალადაშვილი ალექსანდრე სტეფანეს ძე. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 1. 1975. გვ. 259-260; ალადაშვილი ალექსანდრე სტეფანეს ძე. ენციკლოპედია „საქართველო“: ტ. 1. 1997. გვ. 85; გერსამია, ვ. (1955). ალექსანდრე სტეფანეს ძე ალადაშვილი. თბ.