აკობია შოთა (31.V.1920, სოფ. ჭალე, წალენჯიხის რ-ნი - 1996), ქართვ. პოეტი, მწერალი. ა. შ.-მ დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1942) და თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (დაუსწრებლად). ა. შ. მუშაობდა: წალენჯიხის რაიონულ გაზ. „სტალინელის“ რედაქციაში (1944–1945), კომპარტიის წალენჯიხის რაიონული კომიტეტის მდივნის თანაშემწედ (1945–1950), გაზ. „აფაზეთის“ რედაქციაში (1950–1954) და ა.შ. ა. იყო: ალმანახ „ლიტერატურული აფხაზეთის“ რედაქტორი (1954–1959), აფხაზეთის მწერალთა კავშირის ქართ. სექტორის გამგე (1959–1974) და „საქპრესის“ აფხაზეთის განყ.-ის გამგე. ა. შ. ეწეოდა შემოქმედებით მუშაობას. გამოიცა მისი ლექსების პირველი კრებ. სახელწოდებით „სამშობლოს დილა“ (1951). მასვე ეკუთვნის რომანები „თეთრი ჩრდილი“, „სიყვარული და სინათლე“, მოთხრობები, საბავშვო ნაწარმოებები, აფახი მწერლების ნაწარმოებთა თარგმანები და სხვა. მონაწილეობდა რამდენიმე ანთოლოგიისა და კოლექტიური კრებულის გამოცემაში. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია რუსულ და აფხაზურ ენებზე.