ახვლედიანი ლანა ამბროსის ასული
ახვლედიანი ლანა ამბროსის ასული

ახვლედიანი ლან ამბროსის ასული (26.I.1949, ახმეტა). დაამთავრა თსუ-ის  ფიზიკის ფაკ-ტი (1971). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის ნახევარგამტარული მასალათმცოდნეობის სამეცნ.-კვლევით ლაბორ. თანამშრომლად, უმცროსი ლაბორანტიდან უფრ. მეცნ.-მუშაკამდე (1971-2010). დაცული აქვს დისერტაცია ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. სამეცნ. ხარისხის მოსაპოვებლად. არის სამი გამოგონების ავტორი, გამოქვეყნებული აქვს 37 - მდე სამეცნ. შრომა, მონაწილეა სხვადასხვა სამეცნ. კონფერენციების. სამეცნ. ინტერესები: ნახევარგამტარული მასალების მიღება, მათი ელექტრული და ოპტიკური თვისებების შესწავლა და  მათ ბაზაზე ელექტრული ხელსაწყოების შექმნა.