-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი პედაგოგი
ახვლედიანი გიორგი სარიდანის ძე (13. IV. 1887, სოფ. დერჩი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი — 7. VII. 1973, თბილისი. დაკრძალულია თსუ-ის პანთეონში) ენათმეცნიერი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა ხარკოვის უნ-ტი (1914). მის გამოკვლევას „ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურსა და სლავურ ენებში“ ოქროს მედალი მიენიჭა. პეტერბურგის უნ-ტში მუშაობდა ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ზოგად და ექსპერიმენტულ ფონეტ-ში. იგი შედიოდა თსუ-ის პირველ პროფ-თა კოლეგიაში. მან გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები: „ენათმეცნიერების შესავალი“ (1918-1919) და „სანსკრიტი“ (1920). ა. გ.-ის მიენიჭა პროფესორის წოდება (1918). მან შექმნა ექსპერ. ფონეტ. ლაბორ. სხვადასხვა დროს კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს ენათმეცნ-ისა და ლიტ-რის ისტ-ში. ა.გ.-მ იოსებ ყიფშიძესა და აკაკი შანიძესთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართვ. ენათმეცნ. კვლევა-ძიების საქმეს. მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა „ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება“ (1923). მისი ნაშრომები: „ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები“ (ტ. 1, 1938), „ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები“ (1949), „ზოგადი ფონეტიკის შესავალი“ (1956) გამოირჩევა ორიგინალობით და საკვანძო საკითხების ახლებურად გაშუქებით. ა.გ-მ გამოკვლევა მიუძღვნა ქართ. ენაზე მხატვრული თარგმ-ის თეორ. და პრაქტ. საკითხებს. მონაწილეობა მიიღო ქართ. საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეში. მის სახელთანაა დაკავშირებული ლოგოპედიის მეცნ. საფუძვლებზე დაყენება, სწორედ მისი თაოსნობით დაარსდა ლოგოპედიური ლაბორ-ები. ა. გ. გახდა ექსპერ. ფონეტ. საერთაშ. საზ-ბის საპატიო წევრი (1932), სსრკ მეცნ. აკად. წ.-კორ. (1939), ამერიკის ლინგვისტური საზ-ბის საპატიო წევრი (1940), საქართვ. მეცნ. აკად-ის აკად. (1941). მას გადაეცა ლენინის ორდენი და აღიარეს საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწედ (1943). იყო ჩრდ.-ოსეთის მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ახვლედიანი, გ. (1918-1919). ენათმეცნიერების შესავალი. გამოცემა ქ. უნ-ტის სტუდენტთა კავშირის გამგეობისა; ახვლედიანი, გ. (1919). რუსული ენის გრამატიკა. უმაღლეს დაწყებით სასწავლებელთათვის: I.ფონეტიკა. II.მორფოლოგია. ქშწგ საზ-ბის გამოცემა; ახვლედიანი, გ. (1938). ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები, ტ. 1. თბილ. უნ-ტის გამ-ბა; ახვლედიანი, გ. (1949). ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები. თბილ. უნ-ტის გამ-ბა; ახვლედიანი, გ. (1966). ზოგადი ფონეტიკის შესავალი, სახელმძღვ. უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, მე-2 გამოცემა. თბილ. უნ-ტის გამ-ბა; Ахвледиани, Г. (1983). Учебник грамматики русского языка: Для Х класса грузинской школы, Часть 2, Синтаксис. Ганатлеба.