-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული მწერალი ისტორიკოსი
ახვლედიანი გიორგი (გიო) ზურაბის ძე (აკა მორჩილაძე) (10.X.1966, თბილისი), ლიტ. პრემია „საბას“ ექვსგზის ლაურეატი. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1988). სხვადასხვა დროს იყო ლიტ-რის კრიტიკოსი, სპორტ. ჟურნალისტი და მიჰყავდა რამდენიმე ტელეგადაცემა: "უცნობი საქართველო"; "იონას საქართველო"; "თბილისის კართან". პირველად მკითხველის ყურადღება დაიმსახურა თავისი სადებიუტო რომანებით "მოგზაურობა ყარაბაღში" და "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები". ამ ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა სპექტაკლები და გადაიღეს ფილმები. გამოცემულია მისი ოცამდე რომანი და მოთხრობების რამდენიმე კრებ. რომანები: "მოგზაურობა ყარაბაღში"; "სანტა-ესპერანსა"; "მადათოვი"; "ობოლე"; "მესაიდუმლის ქამარი"; "ქართულის რვეულები"; "ჩრდილი გზაზე"; "ძველი გულებისა და ხმლისა"; "Maid in Tiflis"; "მამლუქი". "კუპიდონი კრემლის კედელთან" თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ, თურქულ, ბულგარულ, აზერბაიჯანულ, იტალიურ და სხვა ენებზე. მისი ყოველი რომანი განსაკუთრებულია და ერთმანეთისაგან განსხვავდება თავისი სტილით, თხრობის მანერითა და ისტორიით.
თხზ.: ახვლედიანი, გ. (2000). ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები. თბ., ბაკურ სულაკაური, ISBN:999285250X; ახვლედიანი, გ. (2003). მელიქსეთბაშის თბილისი. თბ., ლიტერა, ISBN:9994074261; ახვლედიანი, გ. (2004). მოგზაურობა ყარაბაღში. თბ., ბაკურ სულაკაური, ISBN:9994074261; ახვლედიანი, გ. (2004). გადაფრენა მადათოვზე და უკან . თბ., ბაკურ სულაკაური, ISBN:9994030272; ახვლედიანი, გ. (2009). მადათოვი : ტრილოგია. თბ., ბაკურ სულაკაური, ISBN:9789941151194; ახვლედიანი, გ. (2010). შენი თავგადასავალი. თბ., პალიტრა L, ISBN:9789941413827.