ახვლედიანი ერლომ სერგოს ძე
ახვლედიანი ერლომ სერგოს ძე

ახვლედიანი  ერლომ სერგოს ძე (23,XI 1933, თბილისი- 20. III, 2012, თბილისი, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო  მოღვაწეთა პანთეონში), ქართვ. მწერალი, სცენარისტი. ა. ე.-მ დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1957), უმაღლ. სასცენარო კურსები გაიარა მოსკ.-ში (1964). იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზ-ბის ინსპექტორი (1959-60), საქართვ. ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფრ. რედ. (1967-68), „ქართულ ფილმთან“ არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთ-ის წევრი (1971-72), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფრ. რედ. (1979-87), თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვ. (1982-87, 1995-1999), არის ავტორი შემდეგი წიგნების: „ზარმაცი თაგუნას ამბავი“ (1971), „ვანო და ნიკო“ ილუსტრაციები რუსუდან ფეტვიაშვილის (2007). მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოქვეყნებულია: რუს., სომხ.ჩეხ.გერმ.უნგრ.თურქ. და არაბ. ენებზე. არის სსრკ პრემიების ლაურეატი. ა.ე. სცენარის ავტორია შემდეგი ფილმებისა: აპრილი (1962), ,,უსახელო უფლისციხელი” (1968), ,,ფიროსმანი” (1969), ,,საერთო კედელი” (1972), ,,ივანე კოტორაშვილის ამბავი” (1974),   ,,ამაღლება” (1977), ,,რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978), ,,ბათა ქექია” (1978),  ,,არასერიოზული კაცი” (1980), ,,ცხელი ზაფხულის სამი დღე” (1981), ,,ძნელი დასაწყისი” (1981), ,,გზა შინისაკენ” (1981), ,,ქართლოსიანთა საკურთხეველი” (1982), ,,ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” (1984), ,,ეი, მაესტრო” (1987), ,,ნოე” (1991), ,,ერთაწმინდა” (1994), ,,სულელი ბროწეულის ხე” (1999). ა. ე. გადაღებულია შემდეგ ფილმებში: ,,ცხელი ზაფხულის სამი დღე” (1981), ,,თეთრი ღამე” (1984), ,სუვენირი” (1986), ,,დაბრუნება” (1990). ა.ე.-ს  მიენიჭა ლიტ. პრემია „საბა“ საუკეთესო რომანისთვის „კოღო ქალაქში“ (2011 ).