ახობაძე თეიმურაზ
ახობაძე თეიმურაზ

ახობაძე თეიმურაზ ივანეს ძე (17.X.1948,  ქ. თბილისი). მათემატიკოსი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი(1993). დაამთავრა: თბილ. 113-ე საშ. სკოლა ოქროს მედლით (1966),  თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1966 - 1971). ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1974). იყო: თსუ-ის უმაღლ. მათ. კათედრის უფრ. მასწავლებელი  (1975 – 1978), დოცენტი (1978 -1995), პროფესორი (1995 – 2006),  არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკ-ტის მათ. ანალიზის კათედრის ასოცირებული პროფ (2006-დან). ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში კითხულობს მთელ რიგ საგნებს: „მათემატიკური ანალიზი“, „ფუნქციონალური ანალიზი“, „მათემატიკური ანალიზი - 1“, „მათემატიკური ანალიზი - 2“, „მათემატიკური ანალიზი - 3“, „ლებეგის ზომა და ინტეგრალი“, „ფუნქციათა თეორია“ და სხვ.. მისი სამეცნ. კვლევები ეხება ფუნქციათა თეორიას, ფუნქციონალურ  ანალიზსა და, მეტწილად, ჰარმონიულ ანალიზს. მის შრომებში დადგენილია ერთი და მრავალი ცვლადის სასრული ვარიაციის ფუნქციათა გარკვეული  კლასების თვისებები, შესწავლილია ტრიგონომეტრიული სისტემის მიმართ ამ კლასების ფუნქციების აპროქსიმატული თვისებები. ტრიგონომეტრიული მწკრივებისათვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რიცხვითი მწკრივებისათვის კაპლანის მიერ შემოღებული ე.წ. განზოგადებული ჩეზაროს მეთოდი. მიღებულ იქნა მთელი რიგი დებულებებისა, რ-ებიც ამომწურავ პასუხს იძლევა ტრიგონომეტრიული სისტემის მიმართ ამ მეთოდის  შესაბამისი  საშუალოების ყოფაქცევას. ის იყო შოთა რუსთაველის საქ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ფუნდამენტური კვლევების სახელმწ. სამეცნ. გრანტის კოორდინატორი (2008) და ხელმძღვ. (2018). მისი ხელმძღვანელობით დაცულ იქნა ორი  მეცნიერებათა კანდიდატის და სამი სადოქტორო დისერტაცია.

თხზ.: Akhobadze T. (2002). A generalization of bounded variation.: Acta Math. Hungar. 97no. 3, 223–256; Akhobadze T. (2011). On a theorem of M. Satô.: Acta Math. Hungar. 130no. 3, 286–308; Akhobadze T. (თანაავტორი). (2025). Approximation properties of trigonometric Fourier series in generalized variation classes, Advances in operator Theory, 10, 3.