ახობაძე დალი შალვას ასული
ახობაძე დალი შალვას ასული

ახობაძე დალი შალვას ასული (27.X.1942, თბილისი - 1997, თბილისი), წარჩინებით დაამთავრა თსუ–ის ქიმიის ფაკ-ტი (1966). იმავე წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში. პარალელურად დაიწყო მუშაობა  მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრაზე ლაბორანტად. აკად. კ. ანდრიანოვისა და პროფ. ა. ნოღაიდელის ხელმძღვანელობით წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  და იმავე წელს გახდა მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრის  დოცენტი (1979). მოგვიანებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (1996). ქიმიის ფაკ-ტის სამეცნ. საბჭოს სხდომაზე  იგი იირჩიეს მმნ ქიმიის კათედრის პროფესორად (1997). დ. ა. წლების განმავლობაში ეწეოდა აქტიურ სამეცნ. მოღვაწეობას. მისი ხელმძღვანელობით დაცულია რამდენიმე საკანდიდატო დისერტაცია. იგი სამეცნ.-კვლევით მუშაობას უთავსებდა საზ–ებრივ საქმიანობას. წლების განმავლობაში იყო ქიმიის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე სასწ. ნაწილში და სადისერტაციო საბჭოს წევრი. იგი დიდ ენერგიას ხარჯავდა და ყურადღებას უთმობდა კოჯრის უდედმამო ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს. ა.დ.–ის მეცნიერული  კვლევის სფეროს სილიციუმ და გოგირდშემცველი ლაქტამებისა და  სილიციუმორგანული პოლიამიდების სინთეზის საკითხები და მათი გარდაქმნების შესწავლა წარმოადგენდა.  შემუშავებული იქნა SI-N ბმის შემცველი ორგანოსილილლაქტამების სინთეზის ახალი მეთოდი - ლაქტამების დეჰიდროკონ-დენსაციის რეაქცია ჰიდრიდორგანოსილანებითა და α, ω-დიჰიდრიდორგანოსილოქსანებით კალიუმის ჰიდროქსიდის თანაობისას, ასევე N-(ტრიორგანოსილილმეთილ), N-(მეთილდიალკოქსისილილმეთილ) და N–(ტრიალკოქსისილილმეთილ) ლაქტამების სინთეზის ახალი ერთსაფეხურიანი მეთოდი, კატალიზატორის უწყლო კალიუმის კარბონატის თანაობისას. შესწავლილი იქნა N-ვინილმეთილფენილსი-ლილფენილსილილ – ε-კაპროლაქტამისა და γ -პიროლიდონის,  N-ვინილმეთილსილილ - ε-კაპროლაქტამისა და γ-პიროლიდონის თანაპოლიმერიზაციის პროცესი მეთიმეტაკრილატთან და სტიროლთან, დიკუმილის პეროქსიდის თანაობისას. ε-კაპროლაქტამისა  და ω-დოდეკალაქტამის ანიონური თანაპოლიმერიზაციით ბლოკში ოქტამეთილციკლოტეტრასილოქსანთან და ცისმეთილფენილციკლოსილოქსანთან კალიუმის ჰიდროქსიდის თანაობისას, მიღებულია გაზრდილი თერმომდგრადობის მქონე ამორფული მაღალმოლეკულური თანაპოლიმერები. დადგენილია ლაქტამების ორგანოციკლოსილოქსანებთან ანიონური თანაპოლიმერიზაციის  მექანიზმი და ნაჩვენებია, რომ ჯაჭვის ზრდა ხდება როგორც ორგანოსილოქსანური, ისევე ლაქტამური ციკლის გახსნით. α, ω-(ამინოდიმეთილსილილ)-დიმეთილსილოქსანების ჰეტეროფუნქციური კონდენსაციით ტერეფტალის მჟავას დიქლორანჰიდრიდთან და α, ω-( β-კარბოქსიეთილ)-დიმეთილსილოქსანებთან, აგრეთვე α, ω-(ამინოდიმე-თილსილილ)-დიმეთილსილოქსანებისა 4,6-ბის(ამინოენილ)პირიმიდინთან მიღებული იქნა შესაბამისი სილიციუმორგანული პოლიმერები. ზოგიერთმა სინთეზირებულმა ნაერთმა  გამოავლინა  ანტიმიკრობული აქტივობა – აინჰიბირებენ ფიტოპათოგენური მიკროორგანიზმებისა და აქტინომიცეტების ზრდას. გამოვლენილი იქნა კანონზომიერება ნივთიერებათა სტრუქტურებსა და მათ ბიოაქტიურობას შორის. დადგენილი იქნა, რომ სილიციუმის ატომთან მდგომი რადიკალის მოცულობის გაზრდა იწვევს  აღნიშნული  ნივთიერებების ტოქსიკური თვისებების გაზრდას. პროფ. ა.დ. არის 50 სამეცნ. ნაშრომის  თანაავტორი  (მათ შორის 8 საავტორო მოწმობაა).