ახმეტელიშვილი-მუხაძე ეკატერინე ვასილის ასული
ახმეტელიშვილი-მუხაძე ეკატერინე ვასილის ასული

ახმეტელიშვილი-მუხაძ ეკატერინე ვასილის ასული (1882-1964), გამოჩენილი ქართვ. საზ. მოღვაწე. დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფ, ანაგის თომა მოციქულის სამრევლო ეკლესიის დიაკვნის, ვასილ ახმეტელიშვილის ოჯახში. იგი  ქართ. ქირურგიის ფუძემდებლის, აკად. გრიგოლ მუხაძის მეუღლე (იქორწინეს-1902) და ქართ. თეატრ. რეფორმატორისა და რეჟ. სანდრო ახმეტელის და იყო. ა. ე. პირველი ქართვ. ქალია, რ-მაც დაამთავრა მოსკ. უნ-ტის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი, იყო ქართვ. შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ებისა (1912) და ქართ. უნ-ტის დამფუძნებელი საზ-ბის წევრი (1917-1918); ძმასავით ნიჭიერი, განათლებული და თავისუფლად მოაზროვნე ქალბატონი აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის საზ., სამეცნ. და კულტურულ ცხოვრებაში. მან თავის ოჯახთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა ქართ. ინტელიგენციის ფორმირებაში.

ლიტ.: საქართველოს ეროვნული არქივი: (უახლესი ისტ. ცენტრ. არქივი): პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი: თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 4.