-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული სპორტსმენი
ახმეტელი სოფიო (28. III. 1981, თბილისი), სპორტსმენი, საქართვ. ნაკრების წევრი (1996-დან), ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე (1998, 2002), მსოფლიო უნივერსიადის ეტაპების გამარჯვებული (1999-2005), სამთო მოთხილამურე. ა. ს.-მ დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (2004). მუშაობდა ფირმა "როსინოლის" ბრენდ-მენეჯერად (2008-2009 წწ.), კომპანია "სილქნეტში" (2008). იგი იყო საქართვ. სათხილამურო სპორტის ფედერაციის ადმინისტრაციის უფრ. (2013). სილქ TV სამთო-სათხილამურო რეპორტაჟების კომენტატორი (2013-2015), საქართვ. ნაკრების წევრი (1994-2005). ნაგანოს (1998) და სოლტ ლეიკ სიტის (2002) ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილე და საქართვ. გუნდის მედროშე. მსოფლიო უნივერსიადის ოთხგზის ჩემპიონი (1997, 1999, 2003, 2005). ბალკანეთის თასის გამარჯვებული, ბელგიისა და ინგლისის ჩემპიონი. მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის მონაწილე. საქართვ. მრავალგზის ჩემპიონი. ა. ს. აქტიურად ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას და აქვეყნებს კორესპონდეციებს სამთო-სათხილამურო სპორტის თემაზე, წერს მოთხრობებსა და მინიატურებს.