-
ავტორი
- კატეგორიები: პერიოდული გამოცემა
ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები. თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ახ. და უახლესი ისტ. განყ-ბის სამეცნ. კრებ. ინ-ტის რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული განყ-ბა, სხვადასხვა ტრად-თან ერთად, აგრძელებენ კრებ. გამოცემას. მათ შორის, ახ. და უახლესი ისტ. განყ-ბა, ა. სონღულაშვილის რედ-ობით აქვეყნებს კრებ. სახელწოდებით „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ (2007–დან). სულ გამოქვეყნებულია 28 ნომერი. გამოიცემოდა წელიწადში ორჯერ (2021–მდე), ხოლო შემდეგ წელიწადში ერთხელ. კრებ. წარმოდგენილია საქართვ., კავკ., მსოფლიო და სამხ. ისტ. საკითხები, პოლიტ., საერთაშ. ურთიერთობების, კონფლიქტოლოგიის, წყაროთმცოდნეობის და ისტორიოგრაფიის რუბრიკები. ასევე კრებ. განსაკუთრებული ადგილი უკავია შემდეგ თემატიკას: წარსულის გახსენება, კრიტიკა და ბიბლ., ახ. წიგნები, თვალსაზრისი და სხვ. სხვადასხვა დროს კრებ. მიეძღვნა: საქართვ. სახელმწ-ებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს, საქართვ. მართლმადიდებელი ეკლსიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის აღნიშვნას, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180 წლისა და გარდაცვალებიდან 110 წლის, პლატონ იოსელიანის 200 წლის იუბილეებს. კრებ. საგანგებო ნომერი მიეძღვნა 1924 წლის აგვ. აჯანყების 100 წლისთავს (2024).