-
ავტორი
- კატეგორიები: ფაქტი
ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (26.XI.2020-28.XI.2020, თბილისი), ახალგაზრდა მეცნიერთა IV საერთაშ. სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (IV International Symposium of Young Scholars in the Humanities) ჩატარდა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის ორგანიზებით. მასში მონაწილეობდნენ მსოფლიოს 10-მდე ქვეყნის უნ-ტების და სამეცნ. ცენტრების ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტები. ორგანიზატორების განცხადებით, არქეოლოგია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და საერთაშ. მიმართულებაა თსუ-ში, ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელებულმა კვლევებმა საერთაშ. სამეცნ. საზ-ების დიდი ინტერესი გამოიწვია. სწორედ ამიტომ ამ სიმპოზიუმის ერთ-ერთი მთ. ამოცანა იყო არქეოლოგიის აქტუალური საკითხებისა და თანამედროვე კვლევითი მეთოდების განხილვა. სიმპოზიუმი მიზნად ისახავდა: ჰუმანიტარული მეცნიერებების მნიშვნელობის წარმოჩენას თეორიულ და პრაქტიკულ კონტექსტში; ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გაძლიერებას; ქართველოლოგიური კვლევების პოპულარიზაციასა და ინტერნაციონალიზაციას; ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობას; სხვადასხვა თაობის მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას; ახალგაზრდა მკვლევრების დაკავშირებას ადგილ. და უცხოელ მეცნიერებთან. სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სექციები:ისტორია და არქეოლოგია; ეთნოლოგია / ანთროპოლოგია; ენა და ლიტ-რა; ფილოსოფია და რელიგია; კულტურა და ხელოვნება; ინტერდისციპლინური კვლევები. სიმპოზიუმის ფორმატი მოიცავდა: ინტერდისციპლინურ პანელებს; მრგვალ მაგიდებს; სადისკუსიო ფორუმებს; პლენარულ მოხსენებებსა და საჯარო ლექციებს. უნდა აღინიშნოს, რომ სიმპზიუმი ჩატარდა კოვიდ-19-ის პანდემიის პერიოდში, ამიტომ სიმპოზიუმის ორგანიზაციული და საკომუნიკაციო ფორმატები ნაწილობრივ ადაპტირებული იყო საერთაშ. აკად. ღონისძიებების იმდროინდელ ონლაინ/ჰიბრიდულ პრაქტიკებთან, თუმცა სამეცნ. პროგრამა სრულად შენარჩუნდა.