-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ახალბედაშვილი ლალი გიორგის ასული (17.VII.1948, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1971); დაიცვა საკანდიდატო „მეთანოლის ჟანგვითი დეჰიდრირება მოდიფიცირებულ X, Y და L ტიპის ცეოლიტებზე, მორდენიტსა და კლინოპტილოლითზე“ (1980); შემდეგ კი სადოქტორი დისერტაცია თემაზე: „მოდიფიცირებული ცეოლიტების და ზეგამტარი კუპრატების კატალიზური და იონგაცვლითი თვისებები“ და მიენიჭა ქიმიურ მეცნ. დოქტორის ხარისხი (2006); ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს; გაემგზავრა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტში ხარისხის მაძიებლად (1975-1979); მუშაობდა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტზე ლაბორანტის, უმც. მეცნიერ-თანამშრომელისა და უფ. მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე (1972-1985); ფიზიკის ფაკ-ტზე არის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, ქიმიურ-ტექნოლოგიური განყ-ების გამგე (1985-2006); ალ. თვალჭრელიძის სახ. მინერ. ნედლეულის კავკასიის ინ-ტის საგამოცდო ცენტრის „გეოანალიტიკას“ სამეცნ.-კვლ. განყ-ების უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2007-დან); თსუ-ის ნოდარ კეკელიძის სახ. მასალათამცოდნეობის ინ-ტის ქიმ. ტექნოლოგიის განყ-ების გამგე, მთ. მეცნიერ-მკვლევარი. ხ. ლ. ავტორია 130 სამეცნ. შრომის, მათ შორის 6 საავტორო მოწმობა და სასარგებლო მოდელი; საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. ფორუმებში მომაწილეობა - 36; საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. გრანტებში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა - 10; სადიპლიმო და სამაგისტრო -13; საკანდიდატო-2 და სადოქტორო სამუშაო-1; თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი (2022-დან); „საქართველოს ქიმიური ჟურნალის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2018-2023). მისი შრომებია: “Modified Natural Zeolites as Catalysts for Catalytic Reduction of NO with CO—Main Components of Exhaust Gases“ (Journal of Environmental Science and Engineering, 2015, B. Volume 4); “The content of antioxidants - Phenolic compounds, in red wines of Georgia “Kindzmarauli” and “Saperavi” (Appl Food Sci, 2018, J. Vol. 2, No 2); „Assessment of the Soil Cover Quality in the Adjacent Areas to Landfills Based on the Study of Changes in Heavy Metals Concentration“ (Journal of Ecological Engineering, 2022, N 5); „The Influence of Structural Parameters of Georgian Natural and Modified Mordenite over its Adsorption Properties towards Lead Ions“ (Journal of Ecological Engineering, 2023, N 24, 9); „Adsorption kinetics and isotherm models of Cd(II),Zn(II) and Cr (VI) by Georgian natural and modified forms of mordenite” (Chemical Problems, Erevan. 2024); „Heavy metals in railway station soils in western Georgia along the Zestaponi-Batumi line. Sciences of Europe“ (Czech Republic, 2025, No 179).