აჯიაშვილი სიმონ (ჯემალ)
აჯიაშვილი სიმონ (ჯემალ)

აჯიაშვილი სიმონ (ჯემალ) (23. III. 1944, სენაკი, საქ. სსრ-05. III. 2013, ისრაელი), ქართვ. ებრ. მწერალი, პოეტი, მთარგმნელი. საქართვ. სახელმწ. საბჭოს წევრი (1992), ორი მოწვევის საქართვ. პარლამენტის დეპუტატი (1992, 1995), საქართვ. ებრ. მსოფლიო კონგრესის  ვიცე-პრეზიდენტი (22. 0I. 2003), ებრ. თემთა ევროკავშირის ორგანიზაციათა წევრი.  ა. ჯ.-მ დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1967 ).  სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდა ირანში (1968-1971).   ა. ჯ  მუშაობდა საქართვ. მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმ. და ლიტ. ურთიერთკავშირების მთ. სარედაქციო კოლეგიაში უფროს სამეცნ. რედაქტორად (1974-1990), თსუ-ის ქართულ-უცხოური ლიტ. ურთიერთობების სამეცნ.-კვლ ლაბორ. თანამშრომელად (1988 წლიდან). პარალელურად კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და უცხო ენების ინ-ტში. ა. ჯ.  არჩიეს სულხან საბა ორბელიანის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტის აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის გამგედ (1993), მოგვიანებით კი ებრ. სახ. უნ-ტის რექტორად ( 1997). ა. ჯ. იყო საქართვ. თეატრ. მოღვაწეთა კავშირის წევრი (1977-დან), ხოლო საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1980 წლიდან). ა. ჯ.-მ თარგმნა მსოფლიო კლასიკური პოეზიის ნიმუშები: ბიბლ. ფსალმუნები, ანდალუსიელი ებრ. პოეტების ლექსები, ძვ. ბერძ. და სპარს. პოეზიის ნიმუშები, შექსპირის, ჩიკამაცუს, ტირსო დე მოლინას, კარლო გოცის დრამ. პოემები, დანტეს, პეტრარკას, მიქელანჯელოს, რილკეს სონეტები, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსები. ა. ჯ.-ის მიერ თარგმნილი პიესები წარმატებით დაიდგა კ. მარჯანიშვილის სახ. დრამ. თეატრში, კერძოდ, კარლო გოცის პოემა-ზღაპარი „ცისფერი უკუნეთი“ და ჩიკამაცუს დრამ. პოემა „შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“. მან ქართვ. და ებრ. ხალხთა მრავალ საუკუნოვან  ურთიერთობას მიუძღვნა ისტ. ესე „გაიღვიძე, ქნარო!“ , პიესა-მონოლოგი, რ-იც კ. მახარაძემ დადგა ერთი მსახიობის თეატრში. ა. ჯ. არის სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1984), პარიზის ქართ.-ევრ. ინ-ტის ილ. ჭავჭავაძის სახ. პრემიის ლაურეატი (1991), ივანე მაჩაბელის სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1995), ღირსების ორდენის კავალერი (1996). მიღებული აქვს პრემია „საბა“, საუკეთესო თარგმანისთვის „ვარსკვლავთა ჩრდილში მაღალთა თანა“ (2005).