-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული თანამდებობის პირი იურისტი საქართველოს პარლამენტის წევრი
აგულაშვილი გიგლა ილიას ძე (25.V.1964, სოფ. ბადიაური, საგარეჯოს რ-ნი), იურისტი. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1990). იყო საგარეჯოს რ-ნის პროკურატურის გამომძიებელი (1990-1994); საქართვ. რესპუბლიკის გენ. პროკურორის საგამოძიებო აპარატის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი (1994-1997); საქართვ. რესპუბლიკის გენ. პროკურორის საგამოძიებო აპარატის უფრ. მოადგილე (1997-1999); კახეთის საოლქო პროკურორი (1999-2001); თბილ. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი (2001-2002); საქართვ. იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფრ. (2002-2003); საქართვ. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფრ.; საქართვ. იუსტიციის სამინისტროს ცეცხლსასროლი იარაღის ლიცენზირებისა და ფონდების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფრ. (2003-2004); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2015), - ფრაქცია "ქართული ოცნება-რესპუბლიკელები"; საქართვ. პარლმენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავ-რე (2012-2015); საქართვ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (2015-2017). მიღებული აქვს სპეც. წოდებები: მესამე კლასის იურისტი (1991); მეორე კლასის იურისტი (1994); პირველი კლასის იურისტი (ვადამდე, 1995); იუსტიციის უმცროსი მრჩეველი (ვადამდე, 1998); იუსტიციის მრჩეველი (ვადამდე, 1999). საქართვ. რესპუბლიკური პარტია, აღმასრ. მდივანი (2005-2012). მიღებული აქვს ღირსების მედალი (1997).