აღნიაშვილი ლევან სიმონის ძე
აღნიაშვილი ლევან სიმონის ძე

აღნიაშვილი ლევან სიმონის ძე (26.VII.1897, თბილისი - 29.VII. 1937, თბილისი). რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, იურისტი, პედაგოგი, თსუ-ის რექტორი. ა. ლ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში რევ. მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმში, კავკ. ფრონტზე. ოქტ. სოციალ. რევ. გამარჯვების შემდგომ - თბილ., სამხედრო-რევ. კომიტეტის აქტიური წევრია, საქართვ. დემოკრ. მთვრობამ იგი საქართვ. გაასახლა (1918); ა. ლ. სამოქალაქო ომის წლებში იყო ინტერვენციისა და შინაგანი კონტრრევოლუციის წინააღმდეგ ბრძოლების ერთ-ერთი ხელმძღვ. ჩრდ. კავკ., უკრაინაში, ყაზანსა და  მოსკოვის ოლქში. მუშაობდა თურქესტანში, ჯერ გაზ. "იზვესტიის" რედაქტორად, შემდეგ სახელმწ. გამომ. თავ-რე (1920). იყო საქართვ. ცეკავშირის წარმომადგენელი გერ. (1923-1925), თსუ-ის პროფესორი (1926), ამიერკავკ. სატყეო სამეც-კვლ. ინ-ტის დირექტორი (1930-1932), თსუ-ის საგამომ. საბჭოს ხელმძღვ. (1933); თსუ-ის რექტორი (04.1933 – 06. 1935 ), საქართვ. ფინანსთა სახ. კომისრის პირველი მოადგილე (1935-1936). ა.ლ. დახვრიტეს 1937 წელს.

ლიტ.: აღნიაშვილი ლევან. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. (1997),  ტ. 2., გვ. 61.