აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე
აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე

აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე (27.XI.1867, სოფ. კარდანახი, სიღნაღის რ-ნი. - 20.V.1923), პოლიტიკური ლიდერი, სამხ. პირი, ქართ. უნ-ტის საზ-ბისა (1917-1918)  და  თსუ-ის დამფუძნებელი, უნ-ტის საზეიმო გახსნის ცერემონიალის ხელმძღვ. (26.I.1918, ძვ.სტ.),  საქართვ. ეროვნ. გმირი (2023). დაამთავრა თბილ. კადეტთა კორპუსი (1885); პეტერბურგის სამხ. აკად. (1890). მსახურობდა  ცარისტული რუს. არმიაში (1890-დან). სხვადასხვა წლებში იყო: თბილ. საადგილმამულო ბანკის სამეურვეო კომიტეტის წევრი (1906-1913); ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი (მარშალი, 1913-1914); ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა წინამძღოლი (მარშალი, 1916-1917); რუს. სახელმწ. საბჭოს წევრი (1916-1917); საარტილერიო ბრიგადის სარდალი I მსოფლიო ომის დროს (1914–1916); ქართ. მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ერთ-ერთი ინციატორი (IX.1917);  საქართვ.  ეროვნ. საბჭოს წევრი (22.X.1917); თსუ-ის დამფუძნებელი საზ-ბის თავ-რე (1917-1918); სამხ. ცენტრის ხელმძღვ. (1922-1923); საქართვ. ეროვნ. საბჭოს  წევრი (1917-1919); საქართვ. ეროვნ.–დემოკრ. პარტიის  დამფუძნებელი (1917-); საქართვ. ეროვნ.–დემოკრ. პარტიის თავ-რე (1921-1923); მისი უშუალო ხელმძღვანელობით კახეთში გაყვანილ იქნა რკინიგზა. გამოჩენილ სამხ. მოღვაწეებთან გ. კვინიტაძესთან, გ. მაზნიაშვილთან და სხვებთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა ქართ. ეროვნ. არმიის შექმნაში. ბოლშევიკური რუს. მიერ საქართვ. ოკუპაცია-ანექსიის დროს იგი ქართვ. ერის განმათ. მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია. მისი და ქ. ჩოლოყაშვილის თაოსნობით მოხდა აჯანყება ხევსურეთში რომელმაც, მიუხედავად დამარცხებისა, საგრძნობი ზიანი მიაყენა რუსულ საოკუპაციო არმიას (1922). კ. ა.-ს ინციატივით შეიქმნა საქართვ. დამოუკიდებლობის კომიტეტი, ხოლო მასთან არსებული სამხ. ცენტრი, კოორდინაციას უწევდა საყოველთაო-სახ. ეროვნ. ამბოხების მომზადებას (1922-1923); ქართვ. გენერალი დააპატიმრეს  სამხ. ცენტრის სხვა 14 წევრთან ერთად (1923). ისინი დახვრიტეს თბილ., დღევანდელი ვაკის პარკიის ტერიტორიაზე (20.V.1923). 

წყარო: აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე. საქართველო: ენციკლოპედია: . I.–თბ., 1997.–გვ.256; საქართვ. ეროვნ.  არქივი, პ. მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 2.