-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ადვაძე ვალერიან სერგოს ძე ( 17.II.1930, ახალქალაქი-2013). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი პოლიტეკონომიის სპეციალობით (1948-1953), ასპირანტურა (1956). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია(1957), სადოქტორო დისერტაცია (1970) და მიენიჭა პროფესორის წოდება. მუშაობდა საქ. ალკკ. ცკ. შტატგარეშე ლექტორად (1954). ეწეოდა პროპაგანდისტულ საქმიანობას სკკპ ეკონ. პოლიტ. საკითხებზე (1960). ეკონ. ფაკ-ის მდივნის მოადგილე (1962-1964). სსრკ მინისტრთა საბჭოში არსებული უმაღლ. საატესტაციო კომისიის სახალხო მეურნეობის ისტ. და საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკის საექსპერტო კომისიის წევრი და ფაკ-ზე სამეცნ. ხარისხების მიმნიჭებელი საბჭ. სწავლული მდივანი (1973-1976). იყო სახალხო მეურნეობისა და ეკონ. მოძღვრების ისტორიის კათედრის გამგე ( 1978-1992 ). თსუ-ში ეკონ. მეცნ. დოქტორის ხარისხის მიმნიჭებელ სპეც. საბჭოს ხელმძღ. მისი კვლევის ძირითადი სფერო იყო საქართვ. ეკონომიკა. გამოსცა 40-ზე მეტი ნაშრომი.
თხზ.: ადვაძე, ვ. (1968). სოციალისტური ქვეყნების ეკონომიური ისტორია. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ადვაძე, ვ. (თანაავტორი). (1964). სსრ კავშირის ეკონომიური ისტორია. თბ., ცოდნა; ადვაძე, ვ. (თანაავტორი). (1971,1973). სსრ კავშირის ეკონომიური ისტორია: ნაწ. 1-2. თბ., უნ-ტის გამ-ბა.