ადეიშვილი იზოლდა თეოდორის ასული
ადეიშვილი იზოლდა თეოდორის ასული

ადეიშვილი იზოლდა თეოდორის ასული (23.I.1934, თბილისი), ეკონომისტი. დაამთავრა თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. ფაკ-ტი საქონელმცოდნეობის სპეციალობით (1953-1958). თსუ–ში მუშაობდა ჯერ ლაბორანტად, ასისტენტად, ხოლო შემდეგ კი მასწავლებლად (1959-1976). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:„ამინდის ზემოქმედება ბამბის ქსოვილების სამომხმარებლო თვისებებზე საქართველოს პირობებში“ (1971). ტექნიკურ მეცნ. კანდიდატი (1978–დან), დოცენტი (1982). იყო კომერციისა და მარკეტინგის ფაკ-ის დეკანის მოადგილე, შემდეგ დეკანი (1992-2004). დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000). არის 40-მდე სამეცნ. შრომის ავტორი.

თხზ.:ადეიშვილი, ი. (1971). საფეიქრო საქონლის საქონელმცოდნეობა. თბ., კოოპტექნიკუმის გამ–ბა; ადეიშვილი, ი. (თანაავტორი). (1989).  არასასურსათო საქონლის საქონელმცოდნეობა. თბ., უნ–ტის გამ–ბა; ადეიშვილი, ი. (2005). საფეიქრო შეკერილი და ტრიკოტაჟული საქონლის კომერციული საქონელმცოდნეობა. თბ., უნ–ტის გამ–ბა.