ადეიშვილი ჭიჭიკო ნოეს ძე
ადეიშვილი ჭიჭიკო ნოეს ძე

ადეიშვილი ჭიჭიკო ნოეს ძე (23.IX.1936, სოფ. დუცხუნი, ვანის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ.ი ფაკ-ტი ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობით (1963); მუშაობდა მსუბუქი, ადგილ. და კვების მრეწველობის სამინისტროს სისტემაში და სამეცნ.-კვლ. ინ-ტში უმცრ. მეცნიერ-თანამშრომლად (1963-1967). დაამთავრა თსუ-ის ასპირანტურა (1970); აქვე მუშაობდა ასისტენტად; უფრ. მასწავლებლად; დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია  თემაზე; „საწარმოო  ფონდების  აღრიცხვისა  და  მათ  გამოყენების  ანალიზის გაუნჯობესების  გზები“ (1974) და მიენიჭა დოცენტის სამეცნ. წოდება (1979); იყო ეკონომიკის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე; გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები თსუ-სა და მოსკოვში და მიენიჭა აუდიტორის კვალიფიკაცია ზოგად აუდიტში (1996); გაიარა ექსპერტთა საერთაშ. კორპუსისა და საქართვ. პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოში შექმნილი კურსები და მიიღო მოწმობა „საერთაშორისო საბუღალტრო აღრიცხვის სტანდარტებსა“ და „აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში“ (1998-1999); შეთავსებით მუშაობდა საქართვ. ეკონ. კავშირთან არსებულ თბილ. ბიზნესის ინ-ტში ბუღალტრული აღრიცხვისა და სტატისტიკის კათედრის გამგედ (1992-1998); დაჯილდოებულია განათლების სამინისტროს საპატიო სიგელით (1978); “შრომის ვეტერანის“ მედლით (1989); „ღირსების ორდენით (2003);  თსუ-ში კითხულობდა ლექციებსა და იყო პრაქტ. მეცადინეობის ხელმძღვ. (1979-2006).

თხზ.: ადეიშვილი, ჭ. (1988). საავტომობილო ტრანსპორტის საწარმოების (გაერთიანებების) სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ადეიშვილი, ჭ. (1994). სამეწარმეო საქმიანობის ძირითადი ფონდების გამოყენების ეკონონიკური ანალიზი. თბ. ლამპარი;  ადეიშვილი, ჭ. (1982). საწარმოო ფონდების გამოყენების ეფექტიანობის ამაღლების გზები: სახელმძღვანელო. თბ. საბჭ. საქართველო; ადეიშვილი, ჭ. (1985, 1986). რკინიგზის ტრანსპორტის სამეურნეო საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა: ნაწ.1-2. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ადეიშვილი, ჭ. (1996). სამეწარმეო საქმიანობის ეკონომიკური აღრიცხვა. თბ. ლამპარი.