-
ავტორი
- კატეგორიები: ნეიროფიზიოლოგი ფსიქოლოგი საპატიო დოქტორი
ადამსი დევიდ (Adams David, 13. V. 1939, მისური, აშშ), თსუ-ის სამეცნ. საბჭომ ამერ. ნეიროფიზიოლოგი, უესლის უნ-ტის პროფესორი, დოქტორი აირჩია საპატიო დოქტორად (02.10.1995).
ა. დ.-მა კოლუმბიის უნ-ტში ფსიქოლოგიის განხრით მიიღო განათლება, ხოლო იელის უნ-ტში დაიცვა დოქტორის ხარისხი (1962). იგი იყო უესლის უნ-ტის ფსიქოლოგიის ასისტენტ-პროფესორი (1970-77), შემდეგ კი – ასოცირებული პროფესორია.
ა. დ. იუნესკოს ჩაუდგა სათავეში (1992). მან მშვიდობის კულტურის მრავალი პროექტი განახორციელა, შეიმუშავა და განავითარა მშვიდობის კონცეფცია, ატარებდა მშვიდობისა და კონფლიქტების მოგვარების ტრენინგებს. იუნესკოს სახელით მოამზადა სპეც. დოკუმენტაცია, რომელიც მშვიდობის კულტურის სამოქმედო დეკლარაციასა და პროგრამას გულისხმობდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი უესლისა და იელის უნ-ტეტებში პიროვნების აგრესიული ქცევის მექანიზმს, ომის ევოლუციასა და მშვიდობის აქტივისტებს იკვლევდა, ა. დ.-მა მხარი დაუჭირა სევილიის განცხადებას ძალადობის შესახებ.
პროფ. ა. დ.-სი მრავალი პუბლიკაციისა და წიგნის ავტორია. მისი ძირითადი საკვლევი საკითხებია: ნეიროფიზიოლოგია, კარდიოვასკულური ფიზიოლოგია, გენეტიკა, ეტიოლოგია, ბიოფსიქოლოგია, სოც. ფსიქოლოგია, კულტურული ანთროპოლოგია, ისტორია და ეთიკა.
ა. დ.-სი სხვადასხვა ორგანიზაციის წევრი და დამფუძნებელია: გენეტ. ქცევის ასოციაცია, ეთიკის კომიტეტი (თანადამფუძნებელი, 1978), აგრესიის კვლევის საერთაშ. ორგანიზაცია, ეთიკის კომიტეტი (თანადამფუძნებელი, 1980), აგრესიის კვლევის საერთაშ. ორგანიზაცია (გაეროს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, 1983-1992), ფსიქოლოგთა სოციალური პასუხისმგებლობის საკოორდინაციო კომიტეტი (1992-2005).
ა. დ. მონაწილეობდა ქართველ ფიზიოლოგთა ტრადიციულ საერთაშ. სიმპოზიუმებში. მისი მონაწილეობით თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის კათედრაზე შეიქმნა ნეიროეტიოლოგიის სამეცნ.–კვლ. ლაბორატორია – ერთადერთი სტუდენტური ლაბორატორია XX ს. 80–იანი წლების სსრკ–ის სივრცეში.