ადამია ზურაბ ალექსანდრეს ძე
ადამია ზურაბ ალექსანდრეს ძე

ადამია ზურაბ ალექსანდრეს ძე (01.V.1949, ქ. ხონი). დაამთავრა თსუ–ის ფიზიკის ფაკ-ტი (1973). მუშაობდა თსუ-ში ფიზიკის ფაკ-ზე სხვადასხვა პოზიციაზე და შეისწავლიდა ექსპერიმენტულად ნახევარგამტარების თვისებებს (1973 წ-დან). დაამუშავა ორიგინალური გაზომვის მეთოდი რომლის მეშვეობით ამოიწურა მრავალწლიანი (საერთაშ. მეცნიერულ წრებში) არსებული პრობლემა ზემაღალომიან მასალების კვლევაში (1983). ფიზ-მათ. მეცნ. კანდ., დისერტაცია დაიცვა თსუ-ში თემაზე "Nonomic hopping conduction in deformated semiconductor cristals" (1987) და ფიზ-მათ. მეცნ.  დოქტორი. დისერტაცია დაიცვა თსუ-ში თემაზე: ‘’Electrical hopping domains" (2007). მუშაობდა მყარი სხეულების ფიზიკის ლაბორ.-ში, უფრ. მეც. თანამშრომელის პოზიციაზე (1989 -დან). კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს 10-ზე მეტი საქართ. სამეცნ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების გრანტი და 6 პატენტი, გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის - ნახევარზე მეტი საზღვარგარეთის ცენტრალურ ჟურნალებში: “Negative differential resistance in the hopping conductivity region in silicon” (1988); “High Hopping Conductance and Negative Differential Conductance in Weakly Compensated Silicon” (1990); “Hopping Domain parameters”  (2000). ჩატარებული აქვს სამეცნ. ერთობლივი კვლევა ჩიკაგოს უნ-ტთან (1989). ВАК - ის დადგენილებით (საბჭოთა კავშირის დროს) მიენიჭა უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის წოდება (1990). მიწვეული იყო სამეცნ. მივლინებით, Institute of High Pressure Physics (Academy of Sciences – WARSAW, 1997). იყო საქართვ. ნორჩ ფიზიკოსთა ნაკრების მწვრთნელი (2000-2005). სამეცნ. ინტერესების სფერო ძირითადად მოიცავს: მოუწესრიგებელი სისტემები; მაღალტემპერატურული ზეგამტარებლობა; თერმო კონტაქტური მოვლენები. სხვადასხვა წლებში კითხულობდა ლექციებს კურსებს თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ზე, საქართვ. და სოხუმის უნ-ტებში.