ადამაშვილი გურამ
ადამაშვილი გურამ

ადამაშვილი გურამ (10. X.1948, თბილისი). დაამთავრა  თბილ. სახელმწ. პოლიტექ. ინ-ტის საინჟ. ფიზიკის ფაკ-ტი (1971). იყო თსუ-ის უმცროსი (1974-1980), უფრ. მეცნ.-თანამშრომელი (1980-1986); ლაბორ. გამგე (1986-დან); პოლიტექ. ინ-ტის ზოგადი ფიზიკის კათედრის ასისტენტი (1976-1977); პროფესორი (1986-1997); ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი (1997 -დან); სახელმწ. მეთაურის მრჩეველი (1993-1995). პარლამენტის წევრი საქართვ. მოქალაქეთა კავშირის პარტ. სიით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "ლიგა - პროგრესის" თავ-რე; ფიზ-მათ. მეცნიერ. დოქტორი, პროფესორი, მრავალი სამეცნ. ნაშრომის ავტორი. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: ამერიკის მეცნ. განვითარების ასოციაცია, წევრი (1997); ამერ.-ქართ. მეცნ. აკად-იის პრეზიდენტი (1995); თბილ. სახელმწ. პოლიტექ. უნ-ის ფიზიკის დეპარტამენტის სპეც. საბჭო, წევრი (1992), კალიფორნიის მეცნ. აკად-ის ნამდვილი წევრი (1995); ნიუ-იორკის მეცნ. აკადემ-ის, ნამდვილი წევრი (1995); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ-ის, წევრი (1995-1999).