-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
აჩელაშვილი კლიმენტი ვასილის ძე (10.X.1941, სოფ. კოთელია, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი-15. IX. 2019, თბილისი), ეკონომისტი, ეკონომეტრიკოსი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1997), პროფესორი (2000). დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ეკონომიკის ფაკ-ტი, ეკონ. კიბერნეტიკის სპეციალობით (1965); შემდეგ ნოვოსიბირსკის სახელმწ. უნ-ტის ასპირანტურა (1965-1968); მუშაობდა სსრკ მეცნ. აკადემიის ციმბირის განყ-ების ეკონომიკის ინ-ტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1068-1975); იყო თსუ-ის დოცენტი (1975-1991); შემდეგ ამავე უნ-ტის პროფესორი (1991); იყო ეკონომეტრიკის კათედრის გამგე (1991-2006); ასოცირებული პროფესორი (2006-დან). ა. კ.-ის კვლევის ძირითადი სფერო იყო ეკონ. დარგთაშორისი და რეგიონათშორისი ეკონ.-მათ. მოდელები, საქართვ. ეკონ. განვითარების ემპირიული და რაოდენობრივი ანალიზი, კაპიტალდაბანდებების ეკონომეტრიკული პრობლემები; მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2003); საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექ. დარგში შესრულებული შრომების ციკლისათვის „მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდულები“ (2004); ივ. ჯავახიშვილის სახ. მედალი (2016).
თხზ.: აჩელაშვილი, კ. (თანაავტორი). (2003). მაკროეკონომიკური რეგულირების მეთოდები და მოდელები. თბ.; აჩელაშვილი, კ. (თანაავტორი). (1975). Построение и анализ межрегионалных межотраслевых балансов. Новосибирск; აჩელაშვილი, კ. (1983). Межрегиональные межотраслевые балансы. Новосибирск.
ლიტ.: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები: 1993-2004. თბ., 2012, გვ. 188.