აბულაშვილი მედეა თემურის ასული
აბულაშვილი მედეა თემურის ასული

აბულაშვილი მედეა თემურის ასული (08.V.1975, თბილისი), ფილოლოგი, ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკ-ტი, სპეციალობით ქართ. ენა და ლიტ–რა, დამატებითი სპეციალობით, ბერძნ. ენა და ლიტ-რა (1998). იყო თსუ-ისა და სატელევიზიო ქორეოგრაფიული ანსამბლების სოლისტი (1994-2000), თბილ. პირველი კლასიკური გიმნაზიის ახ. ბერძნ. ენის მასწავლებელი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპ. დეპარტ. სტაჟიორ-თანამშრომელი (1998-2001), საბერძნეთის მეცნ. აკად. კოსტასა და ელენ ურანისების ფონდის სტიპენდიატი (2002), ფილოლოგიის დოქტორი (2005), თსუ-ის ახ. ბერძნ. ფილოლოგიის კათედრის მოწვეული ლექტორი (2002-2020), საქართვ. საბავშვო ტელევიზია ენკი-ბენკის საგანმან.-შემეცნებითი გადაცემების გენ. პროდიუსერი (2010-2012). არის ასოცირებული პროფესორი (2021-დან), საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის „ბერძნული ენა საქართველოს სკოლებში“ კოორდინატორი (2020-დან), თანამედროვე ბერძნ. კვლევების ევროპ. საზ-ბის ბორდის წევრი (2023-დან) და საქართვ. ნეოგრეცისტთა საზ-ბის პრეზიდენტი (2021-დან), საბერძნეთის კ. კალიმნოსის საპატიო მოქალაქე (2007), საბერძნეთის მწერალთა კავშირის წ.-კორ. (2023). მისი მონოგრაფია „Εύλαλα Μάρμαρα“ bookpress-ის მიერ დასახელდა წლის თვითგანვითარებისა და შემეცნების 35 საუკეთესო ბერძნულ გამოცემას შორის (2023).

თხზ.: აბულაშვილი, მ. (Co-author). (2023). Εύλαλα Μάρμαρα. Βακχίκον εκδόσεις το Μέλλον. Αθήνα. ISBN: 9786188598966; აბულაშვილი, მ. (თანაავტორი). (2021). მეტყველი მარმარილოები. თბ., ლოგოსი. ISBN: 9789941974328; აბულაშვილი, მ. (შემდგენელ-რედაქტორი). (2018). ევროპული ღირებულებები და ევროპული იდენტობის იდეა.  თბ., ლოგოსი. ISBN: 9789941468438; აბულაშვილი, მ. (თანაავტორი). (2017). ბერძნული იდიომები და გამოთქმები ქართულად. თბ., ლოგოსი. ISBN: 9789941384; აბულაშვილი, მ. (2012). რიტუალის ფენომენი ბერძნულ ხალხურ სიმღერებში. თბ., ლოგოსი. ISBN: 9789941437267; აბულაშვილი, მ. (თანაშემდგენელ-რედაქტორი). (2007). თანამედროვე ბერძნული პოეზიის ანთოლოგია. თბ., ლოგოსი. ISBN: 97689994031719; აბულაშვილი, მ. (1999). ბერძნული ხალხური სატრფიალო სიმღერები. თბ., ლოგოსი.  ISBN:9992865385.