-
ავტორი
- კატეგორიები: ბიოლოგი
აბულაძე მარინა კონსტანტინეს ასული (01.I.1946. თბილ.), ბიოლოგიურ მეცნ. აკადემიური დოქტორი. დაამთავრა თსუ–ის ბიოლოგიის ფაკ-ტი სპეციალობით ციტოლოგია (1969). მიიღო ბიოლოგიის მეცნ. კანდიდატის ხარისხი (რუსეთი, მოსკოვის სახელმწ. უნ–ტი, ვ. ენგელგარდტის სახ. მოლეკულური ბიოლოგიის ინ–ტი, 1976). ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტის ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ებაში გამოყენებითი ბიოფიზიკისა და ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (2024-დან), ე. ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტის ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომელი (1986-2024), ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ–ტის ბიოლოგიური სისტემების ფიზიკის განყ–ებაში მეცნიერ თანამშრომელი (1977-1986). ვ. ენგელგარდტის სახ. მოლეკულური ბიოლოგიის ინ–ტი, ასპირანტი უჯრედთა პროლოფერაციის ჯგუფში, ხელმძღვ. ო.ი. ეპიფანოვა (მოსკოვი, 1972-1975). სტაჟორი-მკვლევარი ვ. ენგელგარდტის სახ. მოლეკულური ბიოლოგიის ინ–ტის უჯრედთა პროლოფერაციის ჯგუფში (მოსკოვი, 1970-1971). კვლევების შედეგები წარდგენილია პრეზენტაციების სახით 12 საერთაშ. კონფერენციაზე. გამოქვეყნებული აქვს 67 სტატია მაღალრეიტინგულ ჟურნალებში.