-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
აბრამიშვილი ზურაბ თამაზის ძე (18.VI.1985, თბილისი), დაამთავრა თსუ–ის მექანიკა- მათემატიკის ფაკ–ტი მათემატიკის სპეციალობით (2000-2006). არის მათემატიკის (2009) და ეკონომიკის მაგისტრი (2010). მიწვეულ ლექტორად და უმცროს მკვლევრად მუშობდა მასარიკის უნ–ტში (2013-2015). იყო ISET-ის პოლიტ. ინ–ტის უფრ. მეცნ.-თანამშრომელი და მიწვეული ლექტორი (2015-2017). ჩიკაგოში ილინოისის უნ–ტში იმყოფებოდა გაცვლითი პროგრამით (2016). ა. ზ. ჩეხეთის კარლის უნ–ტის ეკონომიკის დოქტორია (2017) და CERGE-EI FoundationTeaching Fellows Program-ის მენტორი სამხრეთ კავკასიაში (2016–დან). ა. ზ. თსუ–ის ეკონომიკის ფაკ–ტის ასოცირებული პროფესორია (2021–2026) და სპეციალიზებულია ეკონომეტრიკაში. ფლობს დოქტორის ხარისხს ეკონ. და ეკონომეტრიკაში, რ-იც CERGE-EI-ში (ეკონ. კვლევებისა და უმაღლ. განათლების ცენტრი — ეკონ. ინ–ტი და აშშ-ში რეგისტრირებული საგანმან. დაწესებულება) მიიღო. აქვს სწავლების, კვლევისა და კონსულტირების მდიდარი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: პოლიტიკის ზეგავლენის შეფასება; შრომის ეკონომიკა; განათლების ეკონომიკა; გამოყენებითი ეკონომეტრიკა და სტატისტიკა. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გრანტებსა და კონკურსებში, მიღებული აქვს სხვადასხვა სტიპენდიები და ჯილდოები. ჩატარებული აქვს აკად. კვლევები და გამოცემული აქვს სხადასხვა პუბლიკაციები ინგლისურ ენაზე. ა. ზ.–ს სასწ. კურსებია: BA და MA დონეზე - გამოყენებითი სტატისტიკა ეკონომისტებისათვის; ეკონომიკა 1; ეკონ. აზრების ისტორია; შესავალი მიკროეკონომიკაში; მაკროეკონომიკური პრინციპები; ეკონ. პოლიტიკა და აპლიკაციები; სტატისტიკა პროფ. განვითარება და ეკონ. კვლევა; ეკონომეტრიკა; ემპირიული მეთოდების გამოყენება კვლევაში. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. ნაშრომები სხვადასხვა ჟურნ. და კრებ.: „Education for the Poor“, (საერთაშ. რეცენზირებადი ნაშრომების კრებ., 2015); „ParentalCender Preference in the Balkans and Scandinavia Cender Blas or Differential Costa?”, (საერთაშ. რეცენზირებადი ნაშრომების კრებ., 2019); “Implemetitng a class in Climate Change Ekonomies”, (ადგილ. რეცენზირებადი ნაშრომების კრებ., 2021)