აბრამიშვილი თამარ რევაზის ასული
აბრამიშვილი თამარ რევაზის ასული

აბრამიშვილი თამარ რევაზის ასული (31.III.1986, ჭიათურა) ფილოლოგი. დაამთავრა თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტი, ბაკალავრიატი (2009), მაგისტრატურა (2011). ა.თ. მუშაობს ქართ. ლიტერატურის ინ-ტში ტექნიკურ რედაქტორად (2012), ფოლკლორის განყ–ების მეცნიერ-თანამშრომლად (2024). იგი თანაშემდგენელია ი. ჭავჭავაძის 20 ტომეულის მე-20 საცნობარო ტომისა (2022). ა.თ.-ს ინტერესთა სფერო, ძირითადად, მოიცავს ქართ.  პოსტმოდერნისტული მწერლობის კვლევას, ქართ. კლასიკისა და პოსტმოდერნიზმის ურთიერთმიმართებას, თანამედროვე ლიტ. პროცესების ანალიზს, რაც აისახა სამაგისტრო ნამშრომში „კლასიკური ტექსტის რეკონსტრუქცია პოსტმოდერნულ ნარატივში“ და სტატიებში „რეალისტური და პოსტმოდერნისტული ლუარსაბი“ (2009), ,,კლასიკური ტექსტის რეკონსტრუქცია პოსტმოდერნულ ნარატივში შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა“ და აკა მორჩილაძის „ფრიდონიანის“ მიხედვით“ (2012); ასევე დაინტერესებულია ჯადოსნური და ლიტ. ზღაპრის ურთიერთმიმართების საკითხებით, რაც ასახულია სტატიაში ,,ვაჟა-ფშაველას „უიღბლო იღბლიანის“ ხალხურ ზღაპართან მიმართების ზოგიერთი ასპექტი“ (2024).  ა.თ. ასევე იკლევს ქართ. ფენტეზისა და ხალხ. ზღაპრის ურთიერთმიმართების საკითხს.