-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი პოეტი მთარგმნელი კურსდამთავრებული
აბრამიშვილი მარი (მარიამ) ალექსანდრეს ასული (21.XI.1922, საჩხერე – 1.VI.2008, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1944). რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად პატრ. ლექსებისა და ხელნაწერი ჟურნალის ("ანათემა") გამოცემის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს (1945). სასჯელს იხდიდა ვიატკის ბანაკებში. გადასახლებიდან დაბრუნებულმა კვლავ განაგრძო ლიტ. საქმიანობა. მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნ. "მნათობში" (1951), შემდეგ გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებ. (1957). ა. მ.–ს ასევე გამოცემული აქვს საბავშვო ლექსების კრებულები. სულ გამოცემული აქვს 22 წიგნი. მის შემოქმედებაში ძირითადად პატრ. და ლირ. მოტივებია. თარგმნილი აქვს: ალ. პუშკინის; მ. ლერმონტოვის; ალ. ბლოკის; ს. ესენინის; ბ. ახმადულინას; ე. ევტუშენკოს; რ. ოლდინგტონის ლექსები, ხოლო თავად მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ოსურ და თურქულ ენებზე. ა. მ.–ს ლექსებზე შექმნილია არაერთი ცნობილი ქართ. საესტრადო სიმღერა, მათ შორის: "აი სად შემხვდი" (ამავე სახელწოდების ლექსზე, მუსიკ. ავტ. ა. ხარანაული); "სიმღერა თბილისზე" (ლექსზე "თბილისი", კომპ. ს. მირიანაშვილი); "ხომ არ დავაგვიანე" (ლექსზე "აი, სად შემხვდი", კომპ. გ. მანჯგალაძე); "ნუთუ მართლა აღარ შევრიგდებით" (ლექსზე "იქნებ მართლა"); "როგორ დაიჯერე ჩემი დაბერება" (ლექსზე "როგორ დაიჯერე", მუს. ავტ. ე. გურამიშვილი) და სხვ. ის ერთადერთი ქალია ქართველ რეპრესირებულ მწერალთა შორის. რეაბილიტირებულია (1998). იყო საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1971-2008). დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით (2002), მიენიჭა:საქართვ. სახელმწ. პრემია (2000) და საქართვ. მწერალთა კავშირის ყოველწლიური ლიტ. პრემია (1993).
თხზ.: აბრამიშვილი, მ. (2022). შენი სახელი შემრჩა ბაგეზე. თბ., ინტელექტი,ISBN: 9789941315053; აბრამიშვილი, მ. (2016). ბედისწერის განაჩენი : სხვადასხვა დროის ჩანაწერები. თბ., ინტელექტი, ISBN: 9789941466519; აბრამიშვილი, მ. (2007). განთიადის მოლოდინში : ლექსები. თბ., სიესტა, ISBN: 9789994090877; აბრამიშვილი, მ. (2006). ფერადი ფანქრები : ლექსები, ავტობიოგრაფია, მოთხრობები. თბ., დილა, ISBN:999408139X; აბრამიშვილი, მ. (1992). მემახსოვრება თვით სიკვდილშიაც. თბ., მერანი; აბრამიშვილი, მ. (1990). შემობრუნება : ლექსები. თბ., ნაკადული; აბრამიშვილი, მ. (1986). ლექსები. თბ., საბჭ. საქართველო.