აბესალაშვილი ლიანა ნიკოლოზის ასული
აბესალაშვილი ლიანა ნიკოლოზის ასული

აბესალაშვილი ლიანა ნიკოლოზის ასული (20.II.1940, თერჯოლა –13.X.2023). ფიზიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1964) და ასპირანტურა ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1967). ფიზ. მათ. მეცნ. კანდ., აკად. დოქტორის ხარისხი მიენიჭა სადისერტაციო ნაშრომზე: „დამუხტული π± -მეზონების მრავლობითი დაბადების ექსპერიმენტული გამოკვლევა π-მეზონ-ნუკლონურ ურთიერთქმედებებში 5 და 40 გევ/c-ზე“(1980). ა. ლ. მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტთან არსებულ მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში (1968 – 1980), რ-ის ბაზაზეც ჩამოყალიბებულ თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა სიცოცხლის ბოლომდე (1980-2023). ა. ლ. იყო მრავალი საგრანტო პროექტის, ადგილ. და საერთაშ. ათეულობით კონფერენციის მონაწილე. მისი სამეცნ. კვლევების სფერო იყო: რელატივისტური ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ადრონების ფიზიკა; ა. ლ. არის ასზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში, განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში: ,,A Measurement of the transverse polarization of Lambda hyperons produced in n C reactions in the EXCHARM experiment“ (EXCHARM Collab., Eur.Phys.J.C, 13, 2000); ,,Description of Multiparticle Production by Gluon Dominance Model” (Phys. Atom. Nucl. 72, 2009); ,,πc – Secondary Particles Born in Interactions pi Dependence of Thermodinamic Characteristics From the Nc-cumulative Variable During the 40 Gev/c Primary Pulse“ (GESJ Phys., 2, 2022). ა. ლ. სამეცნ. მივლინებებით მუშაობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინ-ტში (JINR, რუსეთი), იყო რამოდენიმე საერთაშ. სამეცნ. თანამშრომლობის წევრი: PBC-500 (1970–1985), 1 მ. წყალბადისა და 2 მ. პროპანის ბუშტოვანი კამერის (1982–1985), EXCHARM (1986–2005). ა. ლ. იყო საქართვ.-ს ფიზიკოსთა საზ-ბის წევრი (1994-დან). აქტიურად იყო ჩართული საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის საქმეში, ის ატარებდა კონსულტაციებს საქართვ. სხვადასხვა რაიონის (ხარაგაული, ზესტაფონი, თერჯოლა, ვანი და ბაღდათი) სკოლებში VIII-XI კლასების მოსწავლეებთან ფიზიკასა და მათემატიკაში (1995–2000).