აბესაძე ნინო იოსების ასული
აბესაძე ნინო იოსების ასული

აბესაძე ნინო იოსების ასული (24.II.1965, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ის სტატისტიკის სპეციალობა (1982-1987).  სწავლა განაგრძო ფაკ-ტის ასპირანტურაში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ქალთა დასაქმების სტატისტიკური შესწავლა და რაციონალიზაცია: (არასაწარმოო სფეროს მაგალითზე)“ და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდ. ხარისხი (1993). ა. ნ.  არის ეკონ. და სოც. სტატისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი (2006-დან); ეკონ. აკად. დოქტორი გაეროს ექსპერტი ფასების სტატისტიკაში (2010-დან); სხვადასხვა საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. სარედაქციო კოლეგიის წევრი, საქ. სტატისტიკის ეროვ. სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრი (2017); საქართვ. პრეზიდენტის სტიპენდიატი, გერმანიის აკად. გაცვლის სამსახურის (DAAD) სამგზის სტიპენდიატი; თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი (2014-2023); განათლების ხარისხის განვითარების ეროვნ. ცენტრის ექსპერტთა კოლეგიის წევრი (2019), ეკონ. და სოც. სტატისტიკის კათედრის დარგობრივი სარედაქციო კოლეგიის წევრი (2017); არის სახელმძღვანელოს, სალექციო კურსისა დa სამეცნ. სტატიების ავტორი და თანაავტორი: „ტურიზმის სტატისტიკის სრულყოფისათვის საქართველოში“ (2011); „ინფლაციის გაანგარიშების მეთოდოლოგიის სრულყოფისათვის“ (2012); „ბიზნესინფორმაციის საიმედოობა და მისი ხარისხის გაზომვის სტატისტიკური მეთოდები“ (2010); მონაწილეობდა 50-ზე მეტ საერთაშ. სამეცნ. კონფერენციაში, 20-ზე მეტ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და საგრანტო პროექტში; სამგზის გამარჯვებული სტუდენტური პროექტების კონსულტანტი.

თხზ.: (გარდა ტექსტში მოხსენიებულისა): ბესაძე, ნ. (2009). ფასების სტატისტიკური შესწავლის თანამედროვე პრობლემები. თბ.: უნივერსალი, ISBN 9789941126918; აბესაძე, ნ. (თანაავტორი). (2012). სტატისტიკა ტურიზმისათვის: სახელმძღვანელო. თბ.: უნივერსალი, ISBN 9789941177897; აბესაძე, ნ. (თანაავტორი). (2018). უცხოელი ვიზიტორების ტურისტული ხარჯები საქართველოში. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941137259; აბესაძე, ნ. (თანაავტორი). (2021). GOVID-19 პანდემიის გავლენა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების სტანდარტზე: მონოგრაფია. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN 9789941491603; აბესაძე, ნ.(თანაავტორი). (2025). სტატისტიკა ტურიზმისათვის: ამოცანებისა და ტექსტების კრებული: მე-2 გამოც. თბ.: უნივერსალი, ISBN 9789941521980.