აბესაძე ნანული
აბესაძე ნანული

აბესაძე ანული (15.VII, 1936, თბილისი), ქართვ. საესტრადო მომღერალისაქართვ. დამს. არტ. (1983). ღირსების ორდენის კავალერი (1998). ბათუმის საპატიო მოქალაქე (2016). თბილ. საპატიო მოქალაქე (2025). ა. ნ.-მ  დაამთავრა თსუ-ის ინგლ. ენის ფაკ-ტი (1964 ). იყო: საქართვ. სახელმწ. ანსამბლ „რეროს“ (1964–1970),  ანსამბლ „დიელოს“ (1970–1974),  საქართვ. სახელმწ. ხალხ. სიმღერის ანსამბლ „თბილისის“ (1974–1986 ) და ამავე წლებში ანსამბლ „რუსთავის” წევრი. ის მღეროდა დუეტში კოროშინაძესთან, ასევე ტრიოში კოროშინაძესა და ჭირაქაძესთან ერთად. რეპერტუარში აქვს: ქართვ. კომპოზ. სიმღერები, რუს. რომანსები. მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალში („ბარვეს“ ფესტივალი, გერმანია). საგასტროლოდ მოგზაურობდა სსრკ-ის ქალაქებში, ასევე ნამღერი აქვს პარიზის, საკონცერტო დარბაზ ოლიმპიაში. სასცენო საქმიანობით ნამყოფია მსოფლიოს უამრავ ქვეყანასა და ქალაქში. ა. ნ.-ს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა საქ. სსრ დამს. არტ. წოდება (1983). ა. ნ.-მ თანამედროვე ქართ. საესტრადო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის მიენიჭა ღირსების ორდენი (1998), ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება  (2016) და თბილ. საპატიო მოქალაქეობა (2025). ა. ნ.-ს გახმოვანებული აქვს ქართ. მხატვრული ფილმები: „შეხვედრა წარსულთან“ (რეჟ.: სიკო დოლიძე-1966 წ.), „კაცია-ადამიანი?!“ (რეჟ.: სიკო დოლიძე,   ქეთი დოლიძე-1979 წ.), „მოლოდინი“ (რეჟ.: შოთა მანაგაძენოდარ მანაგაძე-1969 წ.), „განგაში” ( რეჟ.: ნიკოლოზ სანიშვილი-1968 წ.), „პალიასტომი”  რეჟ.: სიკო დოლიძე-(1963 წ.), „პრემიერა” ( რეჟ.: გიგა ლორთქიფანიძე-1991 წ.) და სხვა ფილმები. „გაზაფხული“, „სიმღერა ბათუმზე“, „მუხამბაზი“, „თბილისო“, „რა გამაჩუმებს“, „სიმღერა მცხეთაზე“, „ნეტავ იმას“, „შენ, მხოლოდ შენ“, „რად შემიყვარე“, „იის კონები“ და უამრავი სხვა სიმღერა სწორედ მის ხმასთან ასოცირდება.

ლიტ.: აბესაძე ანული. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. (2015), გვ. 9.