აბესაძე ირაკლი ზურაბის ძე
აბესაძე ირაკლი ზურაბის ძე

აბესაძე ირაკლი ზურაბის ძე (11.VI.1982, თბილისი), იურისტი. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (2004). იყო: შპს "სამგორი ჯგუფის" იურისტის თანაშემწე (2003-2004); თბილ. მერიის სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახურის - თბილ. კორპუსის საორგანიზაციო განყ-ბის უფრ.; უფროსის მოადგილე (2004); თბილ. მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენ. ინსპექციის დაგეგმვის და ანალიზის განყ-ბის უფრ. (2005-2007); თბილ. მერიის საქალაქო სამსახურის გენ. ინსპექციის უფრ. მოადგილე (2007-2008); თბილ. მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენ. ინსპექციის უფრ. (2008); თბილ. მერიის ადმინისტრაციის უფრ. მოადგილე, შეთავსებით - თბილ. მერიის ადმინისტრაციის იურიდ. სამსახურის უფრ. (2008-2011); თბილ. მერიის იურიდ. საქალაქო სამსახურის უფრ. (2011-2013); თბილ. მერის მოადგილე (2013-2014); თბილ. საკრებულოს წევრი (2014-2016). საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020); საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წევრი (2016-2017); საქართვ. მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო“ წევრი (2017).